ანჯელინა ჯოლის წინათგრძნობა ახდა - რას ურჩევდა ის ჯონი დეპს

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალურმა განქორწინებამ მთელი ჰოლივუდი შეძრა. 11 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ემბერმა ჯონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
ჯონი დეპის მხარეზე ბევრი მსახიობი დადგა. მათ შორის მისი ორი ყოფილი ცოლი, მეგობრები, შვილი და კოლეგები, რომლებიც ემბერ ჰერდს მატყუარას უწოდებენ და აცხადებენ, რომ დეპს არასოდეს აუწევია ხელი ქალზე და მისი რბილი ხასიათიდან გამომდინარე, ამას ვერც შეძლებდა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ემბერი ქმარს ლესბოსელ მოდელთან, კარა დელევინთან ღალატობდა. ახლახან კი პაპარაცებმა ის თავის ადვოკატთან ერთად დააფიქსირეს, როდესაც გოგოები ხელგადახვეული სეირნობდნენ ქუჩაში და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
2010 წელს, ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი ფილმ "ტურისტის" გადაღებებზე ძალიან დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ. სამწუხაროდ, მათი მეგობრობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ჯონმა ცოლად ემბერი შეირთო. ჭორების თანახმად, ჯოლი მეგობარს ურჩევდა, საქორწინო კონტრაქტი გაეფორმებინა, რადგან ის არ მალავდა, რომ არ ენდობოდა ემბერს.  წაიკითხეთ  სრულად