კიდევ ერთი მასობრივი სექსუალური ძალადობა გერმანიაში

18 გერმანელი ქალბატონის განცხადებით, მუსიკალური ფესტივალის მსვლელობისას, მამაკაცთა ჯგუფმა მათზე სექსუალური ძალადობა იხმარა.

პოლიციამ უკვე დააკავა 28-31 წლამდე სამი პაკისტანელი მამაკაცი; დანაშაულში ჩართულ სამ სხვა მამაკაცზე კი ძებნა გრძელდება.

თავდასხმა მსგავსია ახალი წლის ღამეს, ქალაქ კელნში განცხორციელებული დანაშაულისა, რომლის დროსაც 1000-მდე გერმანელ ქალბატონი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქალაქ დარმშტადტში, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას მოხდა.

სამართალდამცავებს სულ 15-მა ქალბატონმა მიმართა, რომელთა განცხადებითაც, ფესტივალის მსვლელობისას, მათ მამაკაცთა ჯგუფი დაესხა თავს, რასაც გაუპატიურება მოჰყვა.

დაკავებული სამი მამაკაცი თავშესაფრის მაძიებელია პაკისტანიდან.


1tv.ge