"კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა... როდემდე?"

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი ამ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა, სამი ტყუპის დედას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელს, 32 წლის მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა. სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის კურსი ძვირადღირებული პრეპარატებით. ამ ეტაპზე საჭიროა 40 000 დოლარი, რომ დაავადებამ შეწყვიტოს პროგრესირება. მარის ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ტყუპები ნიკა, გეგი და სანდრო...

იმდენად ხშირია ესეთი შემთხვევბი, რომ უკვე ფიქრობ, ვეღარ მოერევი, როდემდე, რამდენი?! მაგრამ ყოველთვის ზუსტად ვიცი, რომ მოვერევით, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, თუნდაც პატარების გამო, ისევ უნდა გავერთიანდეთ, კიბო, ხომ არაა განაჩენი და ჩვენ ეს რამდენჯერ დავამტკიცეთ, აღარც კი ვითვლი..." - წერს თამთა.


presa.ge