თამუნა მუსერიძის კომენტარი ცირა კობიაშვილის პასუხზე

"იქს ფაქტორის" მონაწილეზე, ცირა კობიაშვილზე მითქმა–მოთქმა დღემდე არ წყდება. ზოგს მისი მიმიკები აღიზიანებს, ზოგი მის სილამაზეზე ორჭოფობს, ზოგი გიჟდება მასზე და ა.შ. მისი წარსულით საზოგადოება ისე დაინტერესდა, რომ "ნანუკას შოუში" მან მთელი ისტორია მოყვა. ამის შემდეგ მასზე კვლავ ალაპარაკდნენ, მათ შორის ცნობილი სახეებიც. ერთ–ერთი იყო ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელმაც მის მონაყოლში უზუსტობა შენიშნა, რაზეც მთელი სოციალური ქსელი აჰყვა და ეთანხმებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი, გადაცემა "ანფასის" ანონსი დაიდო, სადაც ცირა კობიაშვილი ამ ყველაფერს განმარტავს. ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მის პასუხზე კომენტარს Mediamall.ge-სთან აკეთებს:


თამუნა მუსერიძე: "პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ როდესაც საქართველოში ყველაზე რეიტინგულ შოუში იღებ მონაწილეობას, აბსოლუტურად ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. სიყვარულისთვის,სითბოსთვის, ყურადღებისთვის , კრიტიკისთვის და ამასთან ერთად უარყოფითად განწყობილი ხალხისთვის. ამ დროს შენი თითოეული ნაბიჯი და საქციელი კონტროლდება. მე არავინ გამიკრიტიკებია, არავის გარეგნობა და მითუმეტეს მუსიკალური შესაძლებლობები არ შემიფასებია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში კომპეტენტური არ ვარ. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი იმ უზუსტობით დავინტერესდი, რომელიც ნანუკას შოუში იყო ნათქვამი. როდესაც ისტორიას ყვები, ისე უნდა მოყვე, რომ ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს. კომენტარებში გამომეხმაურნენ ცირას ახლობლები და მათ დააკონკრეტეს, რა და როგორ მოხდა. ასე რომ ჩემს კითხვაში საწყენი და მითუმეტეს გასაღიზიანებელი არაფერი ყოფილა."

mediamall.ge


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა