მენსტრუალური თასების უპირატესობა

ქალების მენსტრუალური ციკლი მათ ინტიმურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. ქალთა ჰიგიენის კომპანიამ გამოკითხა 1500 ლარი, რომლებიც ტამპონების მოხმარებიდან მენსტურალური თასებზე გადავიდნენ. გამოკითხულთა 26% ამტკიცებს, რომ მათი სექსუალური ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა. მათ 66%-ს გაუქრა ვაგინალური სიმშრალე რაც სექსს არაკომფორტულს ხდიდა, აღარ აწუხებდათ უსიამოვნო სუნი და სხვა დისკომფორტი, რაც ამ პერიოდს ახლავს თან.

მართლაც შესაძლებელია მენსტრუალურ თასს თქვენი სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება?

თასის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი საშუალებით სისხლი ვაგინალურ სეკრეტს არ ერევა. ჰიგიენის დაცვაც ადვილადაა შესაძლებელი მისი საშუალებით.

უწყობს თუ არა ხელს ტამპონები ვაგინალურ სიმშრალეს?

სავარაუდოდ ასეა, რადგან ის ორგანიზმის ბუნებრივ გამონადენსაც იწოვს რაც შეიძლება ვაგინალური სიმშრალის გამომწვევი მიზეზი იყოს. საბედნიეროდ, ეს ეფექტი იშვიათად ნარჩუნდება ტამპონის მოხსნის შემდეგაც.

შეუძლია მენსტრუალურ თასს თქვენი ძილის გაუმჯობესება?

თასის ტარება 12 საათის მანძილზეა შესაძლებელი. ასე რომ, ყოველ საათში არ მოგიწევთ შემოწმება ტამპონი ხომ არ ჟონავს. შესაძლოა, ამ ფაქტმა მშვიდ ძილს მართლაც შეუწყოს ხელი.

შეამცირებს მენსტრუალურ ტკივილს თასების გამოყენება?

სამედიცინო თვალსაზრისით ეს ნამდვილად საეჭვოა. საშვილოსნოს კუნთების სპაზმი, ფიბრომა, ენდომეტიოზი, თუნდაც დეჰიტრატაცია - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც მენსტრუალური თასები ვერ გადაჭრიან.

ამცირებს თუ არა სუნს მენსტრუალური თასები?

იმის გამო რომ სისხლი თავისუფლად მოედინება და მისი შეყოვნება არ ხდება, სუნის გაჩენას უშლის ხელს. არ ხდება ჭარბი ბაქტერიების გავრცელება და სოკოვანი ინფექციების განვითარება. ტამპონების შეცვლა კი ყოველ 4 საათშია აუცილებელი.

თუმცა, მენსტრუალური თასების გარეშეც არ შეგექმნებათ პრობლემა სექსუალურ ცხოვრებაში. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ რა საშუალებას გამოიყენებთ: ტამპონებს თუ ჰიგიენური საფენებს. ჰიგიენის დაცვა ნებისმიერი მათგანითაა შესაძლებელი.


oxford-med.ge