გვიშველეთ!!! ვეძებთ კვალს - გრიგოლიას მიმართვა საზოგადოებას

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია თბილისის პარკებიდან ძაღლების მოულოდნელ და საეჭვო გაუჩინარებაზე წერს.

ჟურნალისტი ყველას მოუწოდებს, ვისაც კი ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია აქვს, მტკიცებულებები მოაგროვოს.


"მეგობრებო,გთხოვთ ყურადღებით იყავით ...თუ გაიგებთ ძაღლებს კივილს ღამით,არ დაიზაროთ,გადაიხედეთ,მიდით და გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო......ვეძებთ კვალს ,სად მიჰყავთ ღამ-ღამობით ძაღლები და გვჭირდება დამადასტურებელი მასალა-სად მიჰყავთ,ვის მიჰყავს და რა მანქანებით", - წერს გრიგოლია.

მისსავე სტატუსში ვკითხულობთ, რომ უცნობმა პირებმა ძაღლები ბუკიას ბაღიდან, ვერის და ვაკის პარკიდან და დედა ენის ძეგლიდან წაიყვანეს.


"გვიშველეთ!!!! .... Sos!!!!!!sos!!!!!!sos!!!!!-როგორც ჩანს,ქალაქში დაიწყეს პარკების წმენდა ძაღლებისგან((((((ვერის პარკიდან ოთხი ძაღლი წაიყვანეს გაუგებარმა ტიპებმა და ვერ პოულობს ვერავინ((((( მუნიციპალური ამბობს,ჩვენთან არ არიანო...ვერსად პოულობენ...პარკის ძაღლები იყვნენ,ყველას რომ უყვარდა და უვლიდნენ....ტკბილები...თბილები((((((((სად შეიძლება იყვნენ,ვერავინ გაიგო(((((((((( აღმოჩნდა,რომ იგივე მოხდა ბუკიას ბაღში,ვაკის პარკში,დედა ენის ძეგლთან(((((((( ეხლა ვცდილობ გავარკვიო მერიაში...აცრილი,დამუშავებული ძაღლები მიყავთ გაურკვეველი მიმართულებით.... ძაღლებს ებრძვი,თბილისის მერიავ????????? !!!!!!!!! სანანებლად გაგიხდებათ ,ვინც ამას აკეთებს და ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ!!!!", - წერს ჟურნალისტი.


topnews.mediamall.ge