პირველი დახმარება დამწვრობის დროს - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

დამწვრობის შემთხვევები, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია. სულ ბოლო შემთხვევაზე ახლახან გიამბეთ - 2 წლის ბავშვი დედას ბორშის ქვაბში ჩაუვარდა. არავინ არის დაზღვეული არაფრისგან, ამიტომ გადაუდებელი დახმარების შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ. ამჯერად დამწვრობის დროს რა უნდა მოვიმოქმედოთ, იმაზე ვისაუბროთ.
დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროდენი, ცხელი საგნები, ცხელი წყალი ან სხვა სითხეები, ცეცხლი, ქიმიკატები, მზე.

რაც უფრო დიდია დამწვრობით დაზიანებული სხეულის ზედაპირის ფართობი, მით უფრო სერიოზულია დამწვრობა, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თუ სხეულის რომელი უბანია დაზიანებული და რა მიზეზით მოხდა იგი.

ექიმმა უნდა დაადგინოს სხეულის რა ფართობია დამწვარი. თუ დამწვარია 10%-ზე მეტი, ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

საერთოდ, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ზედა კიდური სხეულის ფართის 9%-ია, ქვედა – 18%, მკერდი და ზურგი ცალ-ცალკე – 18%, თავი და კისერი ცალ-ცალკე - 9%.

I ხარისხის დამწვრობა იწვევს მხოლოდ სიწითლეს. ის, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს და შეიძლება სახლის პირობებში განიკურნოს, თუმცა თუ დამწვრობა მოიცავს სხეულის 5%-ზე მეტ ფართობს, საჭიროა ექიმთან მისვლა.  წაიკითხეთ  სრულად