სელმა ჰაიეკს ყოველდღე სექსი მობეზრდა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სელმა ჰაიკემა, რომელიც უკვე მრავალი წელია მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოს მეუღლეა, გადაწყვიტა ფართო საზოგადოებისთვის თავისი ოჯახური ბედნიერების რეცეპტი გაემხილა, სელმამ ამ თემაზე ერთ-ერთ დასავლურ გამოცემათან ისაუბრა.

„სექსი ბედნიერი ქორწინების განმსაზღვრელი სულაც არაა! თუ ის ყოველდღე გექნებათ, ბოლოს მოგბეზრდებათ, აუცილებელია, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გული არ გაუცივდეთ. მასთან ყოფნა ყოველთვის უნდა გაინტერესებდეთ და რომანტიკა შეინარჩუნოთ“, - ამბობს მსახიობი.

ჰაიეკმა ზოგადად სექსუალურობაზეც ისაუბრა: „სექსუალურობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ფიქრობენ, მათი სხეული როგორ გამოიყურება. სექსუალური თქვენი თავდაჯერებულობაა. იცეკვეთ, ისე თითქოს არავინ გიყურებთ - ეს ძალიან მარტივია“, - აცხადებს ვარსკვლავი.


okmagazine.ge