
ისანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
- 2016-06-06 15:23:40
- 1803 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ისანში, გარეკახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება, რომელსაც ახალგაზრდა კლინიკაში გადაჰყავს.
როგორც FrontNews-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელიც ადგილიდან მიიმალა, გოგონას შეყვარებულია.
რას უკავშირდება მომხდარი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.