Prison Break-ის ვარსკვლავი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა (ფოტო)

სერიალ „გაქცევას“ ( Prison Break) ვარსკვლავი დომინიკ პარსელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, მაროკოში , გასულ ორშაბათს, უბედური შემთხვევის შედეგად რასელი გადასაღებ მოედანზე მძიმედ დაშავდა.

„გაქეცევის“ მე-5 სეზონის გადაღებების მიმდინარეობისას, გადასაღებ მოედანზე დეკორაცია ჩამოინგრა. მსახიობი კი რკინის მოზრდილი დეტალის ქვეშ მოჰყვა. დომინიკი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ქალის დაზიანება და ცხვირის მოტეხილობა დაუდგინდა.

მსახიობი სასწრაფოდ კასაბლანკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, დომინიკმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა.

შეგახსენებთ, "გაქცევის" მე-5 და საბოლოო სეზონის პრემიერა 2016 წლის გაზაფხულზე შედგება, რაც იმას ნიშნავს , რომ მაყურებელი Prison Break-ს მალე იხილავს.მაყურებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გაგრძელდება თუ არა მაიკლ სკოფილდის ისტორია, რომელიც ბოლო სეზონის თანახმად დაიღუპა. ტელეკომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სკოფილდი და ლინკოლნი მე-5 სეზონის მთავრი გმირები იქნებიან.






newposts.ge