ისანში დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა
- 2016-06-06 19:29:01
- 1211 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილი გოგონა სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა და მას ყოფილმა მეუღლემ ესროლა. მათ ხმაური არ გაუგიათ. თავად ინციდენტი, სავარაუდოდ, დაფიქსირებულია სასტუმროს სათვალთვალო კამერით.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.