ცნობილი ქართველების გრანდიოზული დაბადების დღეები...

დაბადების დღის აღნიშვნას ყველა ადამიანი განსაკუთრებულად ცდილობს, თუმცა ზოგიერთი მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს დღე განსაკუთრებულ და დაუვიწყარ დღესასწაულად გადააქციოს. რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დაბადების დღე წელს განხილვის თემად იქცა. კალაძემ 37 წლის იუბილე ბუდა-ბარში აღნიშნა. ვიცე-პრემიერის დაბადების დღისთვის ბუდა ბარი დახურეს და ღონისძიებას მხოლოდ მისი გარემოცვა ესწრებოდა. დაბადების დღეზე კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავი სტინგი ესტუმრა და განსჯის საგანი სწორედ ეს ფაქტი გახდა. რა თანხა გადაუხადა ვიცე-პრემიერმა მისი დაბადების დღის საპატიო სტუმარს, უცნობია.

გასულ წელს ხმაურიანი აღმოჩნდა "ვისოლის" დამფუძნებლის ანი ფხაკაძის დაბადების დღე. ლევან ფხაკაძის ქალიშვილმა 24 წლის იუბილე "რედისონის" საცურაო აუზზე აღნიშნა. სტუმრებისთვის დაწესებული იყო დრეს-კოდი. იუბილარმა სადღესასწაულო ტორტი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ჩააქრო. ღონისძიებას ანის მეგობრებთან ერთად ესწრებოდა სოსო ფხაკაძე, ბაია დავითაია და სხვა ცნობილი ადამიანები.

დათა ახალაიას ცოლის, ანი ბენიძის დაბადების დღემ წელს მთელი თბილისი აალაპარაკა. ყოფილი მაღალჩინოსანის ცოლმა 24 წლის იუბილე, 10 აპრილს წყნეთში  საკუთარ აგარაკზე გადაიხადა. ანის დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. სტუმრებს შორის მისი მეგობრების გარდა, ნათესავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. საღამოს დასასრულს ანის დაბადების დღე გრანდიოზული ფეირვერკით აღნიშნეს.  წაიკითხეთ  სრულად