მაჰათმა განდი და მისი გამონათქვამები
- 2014-02-09 12:02:43
- 11884 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მოჰანდას კარამჩანდ განდი დაიბადა 1869 წლის 2 ოქტომბერს. საყოველთაოდ ცნობილი როგორც მაჰათმა განდი — ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინამძღოლობით ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის უარჰყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა ფილოსოფიამ, რომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით დღემდე.
იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა, ჰინდები და მუსლიმები ერთმანეთის მიმართ ლოიალურები, რომ არ არიან ყველას მოგეხსენებათ.
გთავაზობთ მის გამონათქვამებს, რომლითაც არამარტო ინდოეთი არამედ მთელი მსოფლიო დღესაც საზრდოობს.
“ჯერ იგნორირებას გაგიკეთებენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გეჩხუბებიან, შემდეგ შენ იმარჯვებ”
“ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “
“რელიგია, რომელიც პრაკტიკულ საკითხებს არ ითვალისწინებს, და არ გადაჭრის ამ პრობლემებს, არ არის რელიგია”
“ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”
“კომპრომისი მომეცი-წაიღეზეა დაფუძნებული, მაგრამ შეუძლებელია ფუნდამენტის გაცემა-წამოღება. ნებისმიერი კომპრომისი თუნდაც უბრალო ფუნდამენტზე, დანებებაა. რადგან ეს ყოველთვის გაცემაზეა დამოკიდებული”
“თვალი თვალის წილ, მთელი სამყაროს დაბრმავებით სრულდება”
“ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”
“სიბრაზე არა-ძალადობის მტერია, ხოლო სიამაყე მონსტრი რომელიც ყლაპავს მას”
“იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”
“უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”
“კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო “
“შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”
“თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”
გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.
მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.
მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.
“მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”