ცირა კობიაშვილის დედის სკანდალური განცხადება

"იქს ფაქტორის" მონაწილის, ცირა კობიაშვილის დედამ, ჟურნალისტმა თათია პოაჭკორიამ კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



ცირა კობიაშვილი: "მეგობრებო მაპატიეთ დაგვიანებული მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა ყოველი ზარისთვის, მხარდაჭერისთვის. ცირა ცდილობს მაქსიმუმი დადოს, ყოველშემთხვევაში ყველაფერი,რაც დამწყები არტისტისთვის არის შესაძლებელი. მადლობა ყველას გამამხნევებელი სიტყვებისთვის. კონკურსია მეგობრებო და შესაძლოა გუშინ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო პროექტის გამო არავის გავლანძღავდით უშვერი სიტყვებით..... მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვულის ენა დასჯადი გახდება, იქამდე კი ყველა თავისი ზნეობრივი მოცემულობის და აღზრდის მიხედვით იმოქმედებს. ასევე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტიც, რომელიც ჩასაფრებული მალულად უსმენდა თურმე ცირას და მისი მენტორის საუბარს და ცირას სიტყვები სათაურში გამოტანა. თქვენ ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგახრდა გოგოს მიმართ არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან. თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე. ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ მოესწრებით, ჩვენ იმაზე მეტი მხადამჭერი გვყავს ვიდრე წარმოგიდგენიათ."



mediamall.ge