მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს
- 2016-06-07 19:33:35
- 2262 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, ამერიკაში კი წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ქვეყანას ერთით მეტი მილიარდერი ჰყავდა.
Duty Free-ის დამაარსებლის, 84 წლის მილიარდერი ჩაკ ფინის ”აღმოჩენა” იოლი საქმე მართლაც არ იყო, რადგან მას არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს. სინამდვილეში კი ამერიკელი მილიარდერის ქველმოქმედების ისტორია აბსოლუტურად უნიკალურია - ბოლო 32 წლის განმავლობაში Duty Free-ის დამაარსებელმა ქველმოქმედებისთვის 6,5 მილიარდი დოლარი გაიღო. ფინის მილიარდები განათლების, ჯანდაცვის, მეცნიერების სფეროს, აშშ-ს, ვიეტნამის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიისა და ბერმუდის კუნძულებზე არსებულ მოხუცთა სახლების დაფინანსებას მოხმარდა. თუმცა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს - 2016 წლისთვის დარჩენილი ქონების - 1,3 მილიარდისგან „გათავისუფლებასაც“ გეგმავს, 2020 წელს კი, როცა ამერიკელი ფილანთროპი 90 წელს მიაღწევს, მისი საქველმოქმედო ფონდი, 1982 წელს დაარსებული The Atlantic Philanthropies-ი საქმიანობას ოფიციალურად დაასრულებს.
„ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიკეთის კეთება სიცოცხლეშიც. ეს ადამიანი არ ელოდება სიკვდილს, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის“, - ბილ გეითსი. წაიკითხეთ სრულად