თავდასხმა სოფო ნიჟარაძეზე – ვინ არის გოგა ყაველაშვილი?

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა მომღერალ სოფო ნიჟარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობა. ჩვენი ინფორმაციით, ის წარმოშობით ჭიათურელი, 32 წლის გოგა ყაველაშვილია.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი და რა კავშირი ჰქონდა თავდამსხმელს მომღერალთან? ამ საკითხს გამოძიება არკვევს. შსს-ში განმარტავენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. რას სახის ღონისძიება გამოიყენება ბრალდებულის მიმართ, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მომღერალს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დაზიანებების სიმძიმე დადგინდება.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის გარკვეული პერიოდი მკურნალობას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა.


primetimenews.ge