
აი, როგორ უნდა გააუმჯობესოთ Wi-Fi სიგნალი-5 სასარგებლო რჩევა თქვენთვის!
- 2016-06-08 17:33:22
- 2989 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რაც უფრო შორს არის ტექნიკა Wi-Fi როუტერისგან, მით უფრო სუსტია სიგნალი-ეს ალბათ ყველას მოეხსენება, თუმცა ხშირად გვავიწყდება მარტივი წესი. თუ გსურთ გააუმჯობესოთ სახლში ინტერნეტის სიგნალი, მაშინ ყურადღებით გაეცანით მომდევნო რჩევებს და გაითვალისწინეთ:
1.სახლის ცენტრი
იპოვეთ წერტილი, რომელიც სახლში არსებულ ოთახებთან თანაბრად იქნება დაშორებული, დადგით ამ ადგილზე როუტერი, რათა ყველგან ხელმისაწვდომი გახდეს ინტერნეტით სარგებლობა.
2.აწიეთ მაღლა
არასდროს არ დადგათ როუტერი იატაკზე, ასეთ შემთხვევაში ინტერნეტის სიგნალი თქვენს მეზობლებთან უფრო იქნება ხელმისაწვდომი, აწიეთ როუტერი ზემოთ და დაამაგრეთ კედელზე.
3. მოაშორეთ ტექნიკა როუტერს
თუ როუტერთან ზედმეტად ახლოს რაიმე ტექნიკა დევს, ასეთ შემთხვევაში სიგნალი მნიშვნელვნად სუსტდება, ტელევიზორი, კომპუტერი და მსგავსი მოწყობილობები უნდა იყოს მოშორებით.
4.გაასწორეთ ანტენა
თუ როუტერს ორი ანტენა აქვს, დააყენეთ ერთი ვერტიკალურად, მეორე კი ჰორიზონტალურად. ხშირად ცვალეთ ანტენის მდოგომარეობა და აარჩიეთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური.
5. Wi-Fi სიგნალის რუკა
არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ სად არის სიგნალი ძლიერი და სად სუსტი, შეარჩიეთ საუკეთესო ადგილი ამ სქემის მიხედვით და დადგით იქ როუტერი.
aww.ge