ფსიქოლოგიურად ქალი ხართ თუ მამაკაცი?

1. საზოგადოებაში “პირველი ვიოლინოს” თამაში თუ გიყვართ?
ა) რა თქმა უნდა! მიყვარს, როცა კომპანიის სული და გული ვარ! – 3 ქულა;
ბ) ყველაფერი განწყობილებასა და იმაზეა დამოკიდებული, როგორ საზოგადოებაში ვიმყოფები – 2 ქულა;
გ) არა, მე სხვებზე დაკვირვება უფრო მომწონს – 1 ქულა.

2. რთულ და საკამათო სიტუაციებში ახლო ადამიანების მხარდაჭერის იმედი თუ გაქვთ?
ა) რჩევას ვეკითხები, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც თავად ვიღებ – 2 ქულა;
ბ) დიახ, რადგან პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება მიჭირს – 1;
გ) არა, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი მაქვს – 2 ქულა.

3. როგორ მოიქცევით თუ ახლობელი თქვენთან გულის მოსაოხებლად მოვა?
ა) მოვუსმენ, იქნებ მას მხოლოდ ეს სჭირდება – 1 ქულა;
ბ) ვინმეს ბანალური ფრაზებით დამშვიდებას მე მოქმედება მირჩევნია – 3 ქულა;
გ) ასეთ დროს სიტყვების პოვნას და ადამიანის დამშვიდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – 2 ქულა.

4. გადაწყვეტილებას ადვილად იღებთ?
ა) ყველაფერი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული – 2 ქულა.
ბ) არა, რადგან ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა აუცილებელია -1 ქულა;
გ) გადაწყვეტილების მიღებაც და მოქმედებაზე გადასვლაც სწრაფადაა საჭირო – 3 ქულა;

5. საკუთარ გარეგნობაზე თუ ზრუნავთ?
ა) დიახ, თუ, რა თქმა უნდა, საამისო დრო და საშუალება მაქვს – 2 ქულა:
ბ) რა თქმა უნდა, ეს ხომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია – 1 ქულა;
გ) მთავარია გარეგნობა კი არა, ისაა, თავში რა გიდევს – 3 ქულა.

6. გარემოებებთან შეგუებას თუ ცდილობთ?
ა) მხოლოდ მაშინ, როცა ეს ჩემს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება – 2 ქულა;
ბ) ჩემთვის ამის გაკეთება არც ისე რთულია – 1 ქულა;
გ) როცა რამე არ მაწყობს, მისი შეცვლა თავისუფლად შემიძლია – 3 ქულა.

7. ხომ არ ფიქრობთ, რომ სიბრალული დამამცირებელია?
ა) რა თქმა უნდა, დამამცირებელია – 3 ქულა;
ბ) ყოველთვის არ არის დამამცირებელი – 2 ქულა;
გ) როგორ შეიძლება სხვისი დარდის გულით გაზიარება ვინმესთვის დამამცირებელი იყოს – 1 ქულა.

8. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თუ ეპრანჭებით?
ა) ამის გარეშე ცხოვრება ძალზედ მოსაწყენი იქნებოდა – 1 ქულა;
ბ) ხანდახან ვეპრანჭები – 2 ქულა;
გ) ამის გაკეთების აზრს ვერ ვხედავ – 3 ქულა.

9. დიდი ფსიქოლოგიური ძალა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი თუ გაქვთ?
ა) ხშირად სხვებზე ვარ დამოკიდებული და ჩემი გადარწმუნებაც ადვილია – 1 ქულა;
ბ) საკუთარი თავისა და შეხედულებების დაცვა ყოველთვის შემიძლია – 2 ქულა;
გ) დიახ, რადგან სუსტებს ვერ ვიტან – 3 ქულა.

10. სარკეში ხშირად იხედებით?
ა) დროდადრო ვამოწმებ ყელაფერი რიგზეა თუ არა – 2 ქულა;
ბ) ყოველთვის, როცა კი გვერდით ჩავუვლი – ქულა;
გ) იშვიათად – 3 ქულა.

11. როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა სიყვარულს მუდმივი გარეგნული გამოვლინებები?
ა) რა თქმა უნდა, სიყვარულის ახსნასა და ტკბილი სიტყვების ფრქვევას რა უნდა სჯობდეს? – 1 ქულა;
ბ) ხანდახან… საკუთარი გრძნობების შეხსენება მართლაც სასარგებლოა – 2 ქულა;
გ) მთავარი გრძნობაა, სხვა დანარჩენი სენტიმენტები კი ნამდვილად ზედმეტია – 3 ქულა.

12. ხასიათით მამას ხომ არ ჰგავხართ?
ა) სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა ნამდვილად მამისგან გამომყვა – 3 ქულა;
ბ) სიტუციიდან გამომდინარე, როგორც მამის, ისე დედის თვისებებს ვამჟღავნებ – 2 ქულა;
გ) ხასიათით დედდის სრული ასლი ვარ – 1 ქულა.

13. იუბილეების, წლისთავების, დაბადების დღეების თარიღებს ადვილად იხსენებთ?
ა) რა თქმა უნდა, და საჩუქარზეც წინასწარვე ვზრუნავ – 1 ქულა;
ბ) არა – ქულა;
გ) მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული თარიღები მახსოვს – 2 ქულა.

14. როგორ მოიქცევით, თუ აღმოაჩენთ, რომ მაცივარში საჭმელი გამოგელიათ?
ა) რა პრობლემაა? ახალ პროდუქტს შევიძენ და სადილსაც მოვამზადებ – 1 ქულა;
ბ) ნახევარფაბრიკატებს ვიყიდი – 2 ქულა;
გ)რესტორანში წავალ – 3 ქულა.



შედეგები

31-42 ქულამდე: ფსიქოლოგიოურად ასპროცენტიანი მამაკაცი ხართ, რადგან სიმტკიცე და დამოუკიდებლობა თქვენი ხასიათის მთავარი ნიშნებია.

18-30 ქულამდე: თქვენში როგორც ტიპიური მამაკაცური, ისე კლასიკური ქალური ხასიათის ნიშნებია გაერთიანებული, რადგან სინაზის სიმტკიცსთან და ემოციურობის კეთილგონიერებასთან შეთავსება შეგიძლიათ.

17 ქულამდე: ფსიქოლოგიურად ასპროცენტიანი ქალი ხართ, რაც დღეს ძალზედ დიდი იშვიათობაა.