იცით რაზე ფიქრობს თქვენი ცოლი როდესაც დუმს?
- 2016-06-09 12:15:42
- 1843 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
...როცა მდიდარი მამაკაცი ხარ და წარმატებული ბიზნესი გაქვს, ფარულ სასიყვარულო კავშირებს უნდა უფრთხოდე. კაცმა ეს არ იცის. ამიტომ ერთ დღეს უახლოესი მეგობრის შვილთან შემთხვევითი შეხვედრისას ზღვარს გადაკვეთს. ამას იქით ვერსად წავა... და უკან მობრუნდებაც შეუძლებელია.
ქალი ტკბება - მშვენიერი სახლით ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ხედით. დილაობით დარბის. სპა-სალონები, მოდური ჟურნალები, მდიდრული ცხოვრების ტიპური სურათი... და დუმილი - ყველა პრობლემის წამალი.
უფრო ეფექტური წამალი კი საძილე აბებია, ანდაც დაქირავებული მკვლელი. უნდა აირჩიო ორიდან ერთი. იფიქრო და გადაწყვიტო სწორედ იმ დროს, როცა შეიტყობ, რომ შენი მეუღლე მემკვიდრეს ელის. მემკვიდრის დედა კი სულ სხვა ქალია...
სუზან ჰარისონს, რომელიც A. S. A. Harrison-ის სახელით წერდა, წიგნმა "მდუმარე ცოლი" არნახული პოპულარობა მოუტანა. კანადელი მწერალი იქამდე დოკუმენტურ პროზაში მუშაობდა. "მდუმარე ცოლი" ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში მისი დებიუტი გახლდათ.
წიგნი 2013 წლის 25 ივნისს კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ერთდროულად გამოიცა. გამოქვეყნებისთანავე მოხვდა "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერებში და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. თარგმნილია 30 ენაზე. გაყიდულია მილიონზე მეტი ეგზემპლარი. წაიკითხეთ სრულად