"ბოდიშს გიხდით, სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ..."
- 2016-06-09 17:54:31
- 2426 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გია მაისაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
"ჩემო ძვირფასებო, უმკაცრესი 40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ გუშინ გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, ბოდიშს გიხდით რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა ... თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ, მეტი რაღა შეგვიძლია, გარდა იმისა რომ ამერიკიდან გვაცნობეს ახალ სამედიცინო გარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დროის დაკარგვის გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა. წყალწაღებული ხავსს ე ჭიდებოდაო შეიძლება ისე მომდის მაგრამ სიკვდილთან დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში ყველას", - წერს მაისაშვილი.