ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- 2016-06-09 21:17:51
- 2858 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კურო
კუროსთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი თვე დგება. მოვლენები ხან ერთ ადგილასაა გაჩერებული, ხან ელვის სისწრაფით ვითარდება, ამიტომ ხელი მუდმივად პულსზე უნდა გედოთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. კუროს პროფესიული ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება და ბევრი საკითხი, რაც მას გასული 6 თვის განმავლობაში აწუხებდა, წარმატებულად გადაწყდება. კუროები სულ მალე შეძლებენ მათთვის ჩვეულ, ნერვების წყვეტისგან თავისუფალ გარემოში განაგრძონ მუშაობა. მაკონტროლებელ ორგანოებთან არსებული პრობლემებიც დარეგულირდება, საერთაშორისო თანამშომლობისა თუ სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები კი ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს წინ. ივნისში კურო მაინც უკმაყოფილოა ტემპებით, მაგრამ თვის ბოლოს ამ უკმაყოფილებას საფუძველი გამოეცლება. მოთმინება მოიკრიბეთ და სიტუაციის განვითარების თქვენთვის არასასასურველ მიმართულებებს ერიდეთ. გასული თვეების დაძაბულ შრომას უკვე მოაქვს საგრძნობი ფინანსური შედეგი. კუროს მატერიალური მდგომარეობა მყარდება და შემოსავლებიც იზრდება.
პირად ცხოვრებაში კი ჯერჯერობით დადებითი ცვლილებები არ შეიმჩნევა. თუმცა შეყვარებულებმა, რომლებიც ხშირად ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ, შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვნონ. ასევე რთული სიტუაციები გელით ნათესავებთან, მათთან დაკავშირებული პრობლმების მოგვარება ჯერჯერობით არ ხერხდება, თუმცა სინათლე გვირაბის ბოლოს უკვე ჩანს. თვე-თვენახევრის შემდეგ კურო შვებით ამოისუნთქებს. ივნისში იგი თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობა არ ელოდება. საჭესთან ან მოგზაურობისას უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
ვერძი
ივნისის თვეში ვერძს პრობლემების მოსაგვარებლად სულ ახალი, განსხვავებული იდეები გაუჩნდება. ბიზნესმენ ვერძს საქმიან პარტნიორებთან კამათში ჩაბმა მოუწევს. ამ თვეში გამართული მოლაპარაკებები ძალიან წარმატებული გამოდგება და მხარეები თითოეული მათგანისთვის მომგებიან კომპრომისამდე მივლენ. ბევრი სადავო, გაჭიანურებული საკითხი ამ თვეში საკმაოდ წარმატებით მოგვარდება. მართალია პროცესი მთლად სწრაფად ვერ წავა, მაგრამ სასიკეთო დასასრული უკვე ჰორიზონტზე ჩანს. ამიტომაც ვარსკვლავები ვერძს სიმტკიცის გამოჩენას, დასახულ გზაზე მედგრად სიარულს და თანმიმდევრულად მოქმედებას ურჩევენ – ამ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს. ივნისში მოსალოდნელია წარმატებული მივლინებები და სასარგებლო კონტაქტების დამყარება უცხოელ კონტრაგენტებთან. ვერძს კარიერული წინსვლა სახეზე აქვს და შესაბამისად, მისი მატერიალური მდგომარეობაც მყარდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებების დადება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
განქორწინების პროცესში მყოფი ვერძი ივნისში ბოლოს და ბოლოს ქონების გაყოფის ორივე მხრისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მიიღებს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავა, რომელიც ბოლო თვეებია გრძელდებოდა, დასრულდება. მხარეები ურთიერთსასარგებლო შეთანხმებას დადებენ. ამ დელიკატურ პროცესში ძალიან გამოგადგებათ უახლოესი ნათესავების რჩევები. თუ განქორწინების ინიციატორი თქვენ არ ყოფილხართ, შერიგების შანსი გეძლევათ და თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, გამოიყენეთ. ამაშიც ახლობლები და მეგობრები დაგეხმარებიან. რომანტიულ ურთიერთობებში მყოფ ვერძს კი ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას ურჩევენ, სასურველია ორივესთვის საყვარელ და კარგად მოსაგონარ ადგილას, რაც თქვენს გრძნობებს კიდევ უფრო გააცხოველებს და უადგილო ჩხუბებს დაგავიწყებთ. ივნისში ვერძის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, იგი სასიცოცხლო ძალებითა და ენერგიიითაა აღსავსე.
ტყუპები
2016 წლის ივნისში ტყუპებს უნდა ახსოვდეს, რომ ნელა უნდა იჩქაროს და ამ მეთოდით გაცილებით დიდი შედეგების მიღწევას შეძლებს, ვიდრე ის ხალხი, ვინც მისთვის კვანტის დადებას ლამობდა. სანამ ბიზნესმენი ტყუპები ბრძოლაში ჩაებმება, სწორად უნდა განსაზღვროს სტრატეგია, ძალები გადაანაწილოს და ზურგიც გაიმაგროს. მთელ თვეს ტყუპები სტრატეგიულ მზადებაში გაატარებს. ეს სრულიად გამართლებული საქციელია, რადგან, როგორც წესი, ივნისი ჰოროსკოპის ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის საუკეთესო თვეა. ივნისში ტყუპებს საკუთარ ენერგიასთან გამკლავება გაუჭირდებათ, ამიტომ შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვან. ამ პერიოდში არ ღირს ხელშეკრულებების დადება, მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ფინანსური ხასიათის დოკუმენტების ხელმოწერა. ეს თვე კარგია შექმნილი სიტუაციის თანმიმდევრული ანალიზისთვის, საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად და თავმოსაყრელად. ამ საქმეში მეგობრები და ბიზნესპარტნიორებიც დაგეხმარებიან. თუ მათთან რაიმე პრობლემები გქონდათ, ამ თვეში ყველაფერი მოგვარდება. ხოლო თქვენი კონკურენტები – ეს სულ სხვა საქმეა. ივნისში განსაკუთრებით გააქტიურდებიან და ტყუპს თავდაცვის პოზიციაში ჩადგომა მოუწევს, რადგან გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად მზად ჯერ არ არის. ტყუპების მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ რთული იქნება. შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ხარჯებს, თანაც აგვიანებს, ამიტომ ეცადეთ რაც ძალიან არ გჭირდებათ, ივნისში ისეთი არაფერი იყიდოთ.
არც პირად ცხოვრებაში აქვს ტყუპებს მაინცდამაინც ბრწყინვალე სიტუაცია. პარტნიორთან მუდმივი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად აჯობებს ჯიუტად კი არ დაიცვათ თქვენი პოზიციები, არამედ თვალი აარიდოთ იმას, რაც არ მოგწონთ, რადგან ჩხუბისთვის მზად არ ხართ. დიპლომატია – აი, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ამ თვეში. თუ რაიმეს არ ეთანხმებით, აიღეთ მცირე ტაიმ-აუტი, რადგან საკუთარი მოსაზრების ღირსეულად დაცვას ივნისში მაინც ვერ შეძლებთ. უნდა დაიცადოთ ივლისამდე მაინც, რათა ახლობლები დაარწმუნოთ, რომ მართალი იყავით. თუმცა შეიძლება დარწმუნება არც კი დაჭირდეთ და ამას თავადვე მიხვდნენ. ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენი ურთიერთობის სტაჟისა თუ სტატუსის მიუხედავად. ივნისში ტყუპების ჯანმრთელობა შესაშური არ იქნება. სასურველია, მცირე შვებულება აიღოთ და თავს დასვენების უფლება მისცეთ, რადგან თქვენი სასიცოცხლო ძალები აღდგენას საჭიროებს.
კირჩხიბი
კირჩხიბს ივნისის თვეში მოუწევს მუდმივად უმტკიცს ყველას, რომ არავისზე ნაკლები არის. სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვით ვერაფერს მოახერხებთ. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. ბიზნესმენი და მაღალი რანგის მენეჯერი კირჩხიბისთვის ეს თვე საკმაოდ სახლაფორთო გამოდგება და რაც ყველაზე ცუდია, დროულ დახმარებას ვერავინ გაგიწევთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. საქმიანი პარტნიორები თუ მეგობრები დახმარებაზე უარს კი არ გეტყვიან, უბრალოდ ვერ მოასწრებენ თქვენ გვერდში დადგომას. ამიტომ ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ, სახელოები დაიკაპიწონ და საქმის კეთებას დამოუკიდებლად, აუჩქარებლად და საფუძვლიანად შეუდგნენ. ივნისში კირჩხიბი გადაიხდის რაღაც ძველ ვალს ან ამოწურავს პრეტენზიებს, რომლებიც ლამის წლებია მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდა. შესაძლოა, საუბარი იყოს რაღაც საკუთრებასა თუ უძრავ ქონებაზე, დოკუმენტების სწორად გაფორმებასა და მსგავს თემებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კირჩხიბს ამ თვეში ბევრი ქაღალდთან დაკავშირებული საქმის კეთება მოუწევს. ივნისში გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას სავარაუდოდ შემდეგ თვეში მიიღებთ. ეს თვე სწორედ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისთვის მუშაობას უნდა დაუთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პირადი ისე ბიზნესის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ხარჯების გაწევა მოგიხდებათ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ღირსეულ დონეზე იქნება.
შეყვარებულ კირჩხიბებს გარკვეული სირთულეები შეიძლება შეხვდეთ. თუმცა ივნისში ისინი მაინც მოახერხებენ დაგროვილი პირადი პრობლემების მოგვარებას, თანაც ძირითადად მათთვის სასარგებლოდ. ყველაზე მთავარია, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ და არ ინერვიულოთ. ივნისი სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებების მიღების თვეა, თუნდაც ამ პერიოდში ოჯახის დანგრევა ან საყვარელ ადამიანთან დაშორება გადაწყვიტოთ. დაოჯახებული კირჩხიბი შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებში იქნება ჩართული, ასევე მის დროს წაიღებს უძრავი ქონების ყიდვასა და რემონტზე ფიქრიც. ეცადეთ ზომიერად იცხოვროთ, თავი მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ და ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან სასაყვედუროც არაფერი გექნებათ.
ლომი
ივნისში ლომს ყველა წამოწყებაში წარმატება ელის. იღბალი მის მხარესაა, ასე რომ, შეუძლია არაფრის ეშინოდეს და თამამად იაროს წინ. პროფესიულ ასპარეზზეც ყველაფერი რიგზეა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ენერგიით აღსავსენი არიან და ძალიან აქტიურად მუშაობენ. საქმიან პარტნიორებთან უთანხმოებები ბოლოს და ბოლოს მოგვარდება და ყველა სადავო საკითხზე ურთიერთმომგებიანი კომპრომისის მიღწევას შეძლებთ. კარგად მიმდინარეობს თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთანაც. თუ ამ მიმართულებით დაბრკოლებები კიდევ დარჩა, ივნისის თვეში ლომი ყველას გადალახავს. წარმატებული ბიზნეს-ჰოროსკოპი ლომის მატერიალურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. ივნისში სერიოზულ ფინანსურ შემოსავლებს შეგიძლიათ ელოდოთ, რაც თქვენს პირად თუ საქმიან სფეროში ბევრ პრობლემას გადაგიწყვეტთ.
ამ თვეში ლომი ძირითადად პროფესიულ საქმიანობაზეა ორიენტირებული, ამიტომაც პირადი ცხოვრება ცოტა უყურადღებოდ დარჩება. თუ შეყვარებულ ლომს ურთიერთობა არა და არ ეწყობა, ივნისში არც უნდა შეიწუხოს თავი მასში გასარკვევად, რადგან ამის დრო ჯერ არ არის. შესაძლოა, საყვარელ ადამიანს დაშორდეთ კიდეც და საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება არც ინანოთ. დაოჯახებულ ლომს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება და მათ მოგვარებაზე არა მხოლოდ დრო, არამედ საკმაოდ ბევრი ფულიც დაეხარჯება. ლომის ჯანმრთელობას კი ივნისში არაფერი ემუქრება, იგი სასიცოცხლო ძალითა და ენერგიით აღსავსეა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას გაუმკლავდება.
ქალწული
ქალწულის ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი გრძელდება და ივნისში საკუთარი პოზიციების განმტკიცების საქმეში აქტიურად წაიწევს წინ. მხოლოდ უფრთხილდით საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასებას. ნურც მოწინააღმდეგეები დაგავიწყდებათ. ქალწული ივნისში განაგრძობს იმ წარმატების განვითარებასა და გაღრმავებას, რომელსაც გასულ თვეში მიაღწია. საქმე მეტი სისწრაფით დაიძვრება წინ, რადგან გამოგიჩნდებათ დამხმარეები, რომელთაც შეგიძლიათ მშვიდად დაეყრდნოთ. იურიდიულ საკითხებსა თუ მაკონტროლებელ უწყებებთან პრობლემების მოგვარების საქმეშიც ქალწულს წარმატება ელოდება. თქვენს კონკურენტებს ხელში სულ უფრო ნაკლები კოზირი რჩებათ და შემოდგომის დასაწყისისთვის მათ განეიტრალებასაც მოახერხებთ. თუმცა არ მოეშვათ, თუ ამის საშუალებას მისცემთ, მეტოქეები თქვენ წინააღმდეგ აუცილებლად იმოქმედებენ. ბიზნესმენი ქალწული, რომელსაც საზღვარგარეთ კავშირების დამყარება უნდა, ივნისში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს მოაწყობს, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ მაინც ვერ მივა. ქალწულის მატერიალური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა მსხვილ შემოსავლებს ამ თვეში ნუ დაელოდებით.
პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი ძველებურად მიდის, ცვლილებების გარეშე. ნათესავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უსიამოვნო სიტუაცია კვლავ არ მოგვარებულა, თუმცა გარკვეულ საკითხებს მეგობრების დახმარებით ნათელი მოეფინება. მდგომარეობა ნელნელა უმჯობესდება და ჩვეულ კალაპოტში ჯდება. დაოჯახებულ ქალწულს ივნისში ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მოუხდება ზრუნვა, ან თქვენი დახმარება შესაძლოა ოჯახის უფროს წევრებს დასჭირდეთ. ამ თვეში ქალწულს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან მისი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია.
სასწორი
ივნისი სასწორისთვის ძალიან უფერული თვე იქნება. მშვიდი, მაგრამ აბსოლუტურად რიგითი და არაფრით გამორჩეული. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ ამ თვეში გააკეთოთ, უკვე მიღწეული პოზიციების გამყარებაა. პროფესიულ ასპარეზზე იგივე პრობლემებია აქტუალური, რაც წინა თვეებში იყო. მოუგვარებელი იურიდიული საკითხები თუ მოხშირებული შემოწმებები მაკონტროლებელი უწყებების მხრიდან კვლავინდებურად დღის წესრიგში რჩება. ვერ ლაგდება ურთიერთობა საზღვარგარეთ თუ სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქმიან პარტნიორებთან. ამ პრობლემებზე დაფიქრების შემდეგ სასწორი შეიძლება ზემოთაღნიშნული კონტაქტების საერთოდ გაწყვეტის გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ამიტომაც სანამ საბოლოო ნაბიჯს გადადგამთ, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ. თუმცა ჯობს ამ საკითხების გადაწყვეტა უფრო შესაფერი დროისთვის გადადოთ, რომელიც მომდევნო თვის შუაში დადგება. ივნისში მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერა არ ღირს, შეიძლება შეცდომები დაუშვათ. ყველა რანგის მენეჯერმა სასწორმა თანამშრომლებს უნდა ადევნოს თვალი, ხოლო რიგითმა თანამშრომელმა სასწორმა კი მეტი ყურადღება გამოიჩინოს კოლეგებისადმი. სასწორის ფინანსურ მდგომარეობას ივნისში მაინცდამაინც სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. შემოსავლები იგვიანებს, ხარჯები კი არ იცდის. საჭიროა ან ხარჯების შემცირება ან ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა.
მორიელი
ივნისში მორიელს პროფესიულ სფეროში არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს. აქ ყველაფერი რიგზე იქნება, წარმატება ბევრი შრომისა და ენერგიის გაღების გარეშე ჩაუვარდება ხელში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პირადი ცხოვრების ხარჯზე. მორიელი განუხრელად მიდის წინ და მას ვერანაირი გარემოება ვერ დააბრკოლებს. მართალია, ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მშვიდს ძნელად ვუწოდებთ, მაგრამ მორიელი მწყობრიდან ვერაფერს გამოჰყავს, რადგან მიმდინარე მოვლენებში შესანიშნავად ორიენტირებს. ბიზნესის რეორგანიზაცია თუ მის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებები ძალიან პოზიტიურად აისახება მორიელის კარიერაზე. თუმცა მას დიპლომატიისა და მოთმინების მაქსიმუმის გამოვლენა მოუწევს. ხელმძღვანელობასთან ან ზემდგომ ორგანოებთან პირდაპირ კონფრონტაციაზე წასვლა არ ღირს. არც ბიზნესმენი მორიელი უნდა დაუპირისპირდეს კონკურენტებს. თუ ამას მოახერხებს, სიტუაცია მის სასარგებლოდ გადაწყდება, თუმცა ცდა მაინც შეიძლება დაჭირდეს და ეს დადებითი ცვლილებები რამდენიმე კვირის შემდეგ, თვის მიწურულს მოხდეს. ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან წარმატებით ვითარდება. მორიელს შეიძლება მივლინებაში წასვლა მოუხდეს, რაც მისი საქმიანობისთვის ძალიან ხელსაყრელი შედეგებით დასრულდება. ივნისში მორიელი მიიღებს დამატებით, მოულოდნელ შემოსავალს ან დაიწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც სამომავლოდ კარგ შემოსავლებს ჰპირდება.
მორიელს პროფესიულ ასპარეზზე მიღწეული წარმატება ძალიან ბევრ დროს ართმევს და მას პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩება. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს პარტნიორთან ურთიერთობა ისედაც დაძაბული ქონდა, ივნისის შემდეგ ამ კავშირის ბედი მისთვის სულერთი გახდება. ეს ეხება არა მხოლოდ შეუმდგარ სასიყვარულო ურთიერთობებს, არამედ, ზოგ შემთხვევაში, წარუმატებელ ქორწინებასაც. მეორე მხრივ კი, თუ მორიელი ოჯახისა თუ ურთიერთობის შენარჩუნებას მოისურვებს, მას ვარსკვლავები ერთობლივ მოგზაურობაში წასვლას ურჩევენ, თანაც ისეთ ადგილას, რომელთანაც წყვილს კარგი მოგონებები აკავშირებს. ივნისში მორიელის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ამიტომ მის ჯანმრთელობას ვერც ერთი დაავადება შეარყევს.
მშვილდოსანი
ივნისი მშვილდოსნისთვის უკიდურესად სახლაფორთო თვე იქნება. იგი პრობლემებთან გამკლავებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მისი ბიზნეს პარტნიორები კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ აყენებენ, ამიტომ ვერც მათი განხილვა ხერხდება. ყველა წინადადება წინააღმდეგობებში ეფლობა და ივნისის თვეში მათი გადაწყვეტა არ გამოდის. თუ საუბარია იურიდიულ დავებზე, აქ თქვენი იარაღი მხოლოდ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა და საკუთარი სიმართლის ამ გზით დამტკიცება იქნება. რიგით თანამშრომლად მომუშავე მშვილდოსანს კი დააწინაურებენ, ეს მის ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. მთლიანობაში, მშვილდოსნის მატერიალური სიტუაცია სტაბილურია, რაც გამორიცხავს ცვლილებებს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მიმართულებით.
ჰოროსკოპის ამ ნიშნის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრება ნელნელა ლაგდება. შეყვარებული მშვილდოსანი პარტნიორთან სრულ ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი დაპირისპირებები აქვთ, ივნისის თვეში მშვილდოსანი მათ იოლად გადალახავს. განქორწინების პირას მყოფი წყვილები კი, სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ივნისში უყოყმანოდ მიიღებენ. შემდეგ კი დღის წესრიგში ქონების გაყოფა დადგება, რომლის დროსაც საქმე სასამართლომდეც კი შეიძლება მივიდეს. მშვილდოსნის ჯანმრთელობას ივნისში ყურადღების მიქცევა ჭირდება, რადგან მისი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ დონეზეა.
თხის რქა
თუ თხის რქას სურვილი ექნება, ივნისის თვეში იგი წარსულ ცხოვრებაში დაბრუნებას შეძლებს. ამისთვის ზოგიერთი აწ უკვე გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა მოუწევს. თხის რქა პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავებს და თუმცა სიტუაცია ბოლომდე სტაბილური არ იქნება, პროგრესს მაინც აშკარად დაინახავთ. საქმიანი პარტნიორებისა თუ მეგობრების მიზეზით შექმნილი პრობლემები, საკუთრების გაყოფა თუ დაუბრუნებელი ვალები და შეუსრულებელი ვალდებულებები კვლავ აქტუალურია, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ამ საკითხების მოგვარება სწრაფი ტემპით მიდის. ძირითადი სირთულეები უკვე უკან დარჩა, თუმცა გარდამავალი პერიოდიც არ იქნება იოლი. თხის რქის მატერიალური მდგომარეობა ძალიან გაურკვეველია. საკმაოდ დიდ ფინანსურ შემოსავლებს ელოდებით, მაგრამ ისინი აგვიანებს, ხარჯები კი დაყოვნებას ვერ იტანს. თვის დასაწყისში შემოსავლები გექნებათ, მაგრამ ეს უმნიშვნელოდ შეავსებს თქვენს ბიუჯეტს.
პირად ცხოვრებაშიც თხის რქა სრულ გაურკვევლობაში იქნება. ერთ პრობლემას მეორე მოსდევს, ერთ ვალდებულებას მომდევნო და ივნისში თხის რქას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ არეულობას დასასრული არასდროს ექნება. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ნელ-ნელა, პრიორიტეტულობის მიხედვით დაიწყეთ პრობლემებთან ბრძოლა და ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც არ შეგიძლიათ ან მაინცდამაინც არ გინდათ. ეს ყველაფერი ეხება როგორც მხოლოდ შეყვარებულ, ისე საკმაოდ სოლიდური ოჯახური სტაჟის მქონე თხის რქებს. ამ პერიოდში ერთმანეთისთვის ნათქვამი უხეში სიტყვები მერე რომ არ ინანოთ, ჯობს მცირე ტაიმ-აუტით ისარგებლოთ და მომდევნო თვის შუამდე კარდინალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ბედნიერი ოჯახის მქონე თხის რქას უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა ელოდება. ივნისში თხის რქის სასიცოცხლო პოტენციალის დონე სასურველ სიმაღლეზე არ არის, ამიტომ მან თავი უნდა დაზოგოს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოს.
მერწყული
ივნისი მერწყულისთვის სიმშვიდის თვეა. განსაკუთრებული სიმძაფრის მოვლენები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ჯობს ეს თვე ახლობელი ადამიანების გვერდით გაატაროთ, რომელთაც თქვენი ყურადღება ნამდვილად სჭირდებათ. ბიზნესის სფეროშიც მერწყულისთვის მშვიდი და ინერტული პერიოდი დგება. თუ მუშაობის გარეშე მაინც ვერ ძლებთ, დოკუმენტაციის მოწესრიგებას მიჰყავით ხელი. სხვათა შორის, კარგი დროა თქვენ მიმართ ამა თუ იმ მიზეზით მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობების გასარკვევად. მართალია, სიტუაცია კვლავ დაძაბულია, მაგრამ ივნისში მერწყულები გარკვეულწილად მაინც მოახერხებენ მდგომარეობის შერბილებას. ივნისი ხელსაყრელი თვეა გუნდური აქტიურობისა და კოლეგებთან ურთიერთობებისთვის. ამიტომაც გმირის როლის მორგებას და სამყაროს დამოუკიდებლად გადარჩენის გეგმების დაწყობას შეეშვით და გუნდში იმუშავეთ. აჯობებს პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან აწარმოოთ მოლაპარაკებები ან მეგობრებს სთხოვოთ თქვენ გვერდში დგომა. თუ უძრავი ქონების ან რაიმე სხვა საკუთრების გაყოფის საკითხი კვლავ აქტუალურია, მეორე მხარეს მოუსმინეთ და კომპრომისი ეძებეთ. ხელსაყრელი პერიოდია სხვა ქვეყნებსა და ქალაქებთან კონტაქტების დამყარებისთვის, ასევე მივლინებაში გასამგზავრებლად, რადგან ამ პერიოდში წარმოებული ნებისმიერი მოლაპარაკება ძალიან შედეგიანი იქნება. ფინანსური კუთხით კი ივნისის თვეს კარგს ვერ ვუწოდებთ. მერწყულებს მოუწევთ ძველი ვალების გადახდა, როგორც პროფესიული, ისე პირადი ვალდებულებების შესაბამისად.
თევზები
ივნისში თევზების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაჩქარდება, ამიტომ ახლა ცხოვრებაში რაიმეს რადიკალურად შეცვლა არ ღირს. უნდა იცხოვროთ დღევანდელობით, სიჩქარე არ გამოგადგებათ. თევზების პროფესიული ცხოვრებაც მოვლენებითაა სავსე, მაგრამ ყველაფერი წვრილმანი და აბსოლუტურად უმნიშვნელოა. საუკეთესო გამოსავალი იქნება, ყოველდღიურ რუტინაში ჩაეფლოთ და უკვე მიმდინარე პროექტებს მიხედოთ. მენეჯერმა თევზებმა თანამშრომლების მუშაობა უნდა გააკონტროლოს, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი წვრილმანი საბოტაჟით იყოს დაკავებული. არ ღირს კოლეგებთან კონფლიქტში ჩართვა, რადგან მათი მხრიდან ინტრიგებია მოსალოდნელი. საზღვარგარეთული კონტაქტები ხელსაყრელ ფაზაშია, ამიტომ თევზებისთვის ამ თვეში მივლინებაში წასვლა ძალიან კარგი შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ამ თვეში შეიძლება შეხვდეთ ძველ მეგობარს ან საქმიან პარტნიორს და მასთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა აღადგინოთ. თევზების ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ხარჯები იზრდება, შემოსავლები კი იგვიანებს. ამიტომ მსხვილ შენაძენებზე დროებით უარი უნდა თქვათ და ფული გონივრულად ხარჯოთ.
itv.ge