რატომ არ უნდა გადაიდოთ ფეხი ფეხზე
- 2016-06-11 09:13:08
- 2250 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფეხის ფეხზე გადადება ძალიან პოპულარული პოზაა ქალებშიც და მამაკაცებშიც. ადამიანთა უმეტესობა ამას ავტომატურად, ყოველგვარი გააზრების გარეშე აკეთებს. პოზა ელეგანტურად და სექსუალურად მიიჩნევა. ის ხშირად ასოცირდება ქალურობასთან. სამწუხაროდ, ამ პოზას ადამიანებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.
როგორ შეიძლება გვავნოს ამ მარტივმა მოძრაობამ?
ამ პოზაში საათობით ჯდომამშეიძლება მცირე პორონეალური ნერვის დამბლა გამოიწვიოს. ასეთი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება თუ ფეხგადადებულ პოზიციაში მეტისმეტად ხანგრძლივად გაჩერდებით.
2010 წელს სხვადასხვა კვლევით დაადგინეს რომ დიდხანს ასეთ პოზაში ჯდომით სხეულში სისხლის წნევა იზრდება. მაშინაც კი თუ სისხლის წნევასთან არავითარი პრობლემა არ გაგაჩნიათ, ეს დროთა განმავლობაში სისხლის ცირკულაციის პრობლემებს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, წნევის გაზომვისას სასურველია სწორად დაჯდეთ და ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, ვინაიდან შედეგი განსხვავებული იქნება.
გაზრდილმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ინსულტი, გულის შეტევა, სისხლის შედედება ფეხის არეში და სხვა.
გადაჯვარედინებულმა ფეხებმა შეიძლება კუნთების არაპროპორციული დაძაბვა გამოიწვიოს. ეს ზრდის დისკომფორტის შეგრძნებას, იზრდება წელის ტკივილი. შესაძლებელია მომავალში სერიოზული დაზიანებები განვითარდეს.
ამ პოზიციას კიდევ მენჯის დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ხანგრძლივად ამ პოზაში ჯდომის შედეგად ბარძაყის შიდა კუნთები და გარე ბარძაყის დიდი კუნთი იკვეთება რაც სახსრებს ზიანს აყენებს. შესაძლებელია მათ დეფორმაცია განიცადონ.
ეს მავნე ჩვევა ვარიკოზულ ვენებსაც ავითარებს. შეიძლება დაიწყოს ვენების ანთება. ასეთ პოზაშ სისხლი არათანაბრად მიედინება არა სწორი მიმართულებით. შესაბამისად, სისხლძარღვებსაც არათანაბარი დატვირთვა აქვს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფეხის ფეხზე გადადება დღეში 3 საათზე მეტ ხანს არ შეიძლება. ასეთ მდგომარეობაში ვერ მოახერხებთ ზურგის გამართვას.
oxford-med.ge