დედამ შვილს ნავთი დაასხა და ცოცხლად დაწვა - მიზეზი შოკისმომგვრელია!

პაკისტანის მაცხოვრებელს საკუთარი შვილის სასტიკად მოკვლისთვის სდებენ ბრალს. მან გოგონა საწოლზე დააბა, ნავთი დაასხა და ცოცხლად დაწვა. ეს სასტიკი მკვლელობა ქალაქ ლოხორში მოხდა, მიზეზი კი გახდა ის, რომ გოგონამ გადაწყვიტა გათხოვება იმ ბიჭზე, რომელიც ოჯახმა დაიწუნა. ზიინატ რაფიკი დაიღუპა იმის გამო, რომ გათხოვდა...სიყვარულით.



დედა ვერ შეეგუა ქალიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოტყუებით სახლში შეიტყუა, სადაც სასტიკად გაუსწორდა! ზიინატის მეუღლის თქმით, გოგონა ელოდა ცუდს...რამდენიმე დღით ადრე ნათესავები იყვნენ მათთან მისულები და სთხოვდნენ ტრადიციულად გათხოვილიყო, რათა არავის ეჭორავა, თითქოს ის გაიპარა. აი, რით დასრულდა ეს...



სამწუხაროდ, პაკისტანში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქორწინებასთან დაკავშირებით ქალებს სასტიკად ექცევიან. ბოლო თვის მანძილზე ასეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი მსხვერპლი მასწავლებელი მარია სადაკია, რომელმაც სკოლის მეპატრონეზე გათხოვება არ ისურვა. მის სახლში ხუთი მამაკაცი შეიჭრა, სასტიკა აწამა და შემდეგ დაწვა.მიღებული დაზიანებებისგან მარია საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის 19 წლის იყო...




mediamall.ge

მოამზადა ელენე გურიელმა