სტანისლავ ბონდარენკო ავარიაში მოყვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ზუგდიდში ავტოავარიაში მოყვა. როგორც ცნობილია, ბონდარენკო ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო და ავარიის დროს თაყვანისმცემლებთან შესახევდრად მიემართებიდა. თვითმხილველების თქმით, ავარია ავტომობილის მოცურებამ გამოიწვია.

მსახიობის ფან-კლუბის წევრი ვერიკო გოჯიაშვილი პირველ განცხადებას ავრცელებს:

"ხალხნო, პანიკა არ არი საჭირო, ყველა კარგადაა. ამას ავარია არც ჰქვია. უბრალოდ მანქანა მოსრიალდა და ყველა კარგად არისო.

ვფიქრობ, ძალიან ეფექტური იყო ზუგდიდის დახვედრა, შურიანი თვალი და გული ბევრი მოჰყვა. არ არის სასურველი ამ ინფორმაციის გავრცელება და მითქმა-მოთქმა. ყველაფერი კარგად იქნება, უფალმა დაგვლოცოს და გაგვალიეროს..."


newposts.ge