7 ივლისიდან ფეისბუკში ფოტოები ავტომატურად წაიშლება

შეიძლება არც იცოდით, მაგრამ ის სურათები, რომლებსაც ტელეფონით იღებთ, ფეისბუკზე ინახება. ფეისბუკის ფოტოების განყოფილება 2012 წელს შეიქმნა და შესაძლებლობას გაძლევდათ, ტელეფონით გადაღებული სურათები საიდუმლო ფაილში ავტომატურად ატვირთულიყო და მოგვიანებით, მისი გაზიარებაც შეგძლებოდათ.

ფეისბუკი მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას სთავაზობს, რომელსაც Moments ჰქვია. თუკი მას თქვენს ტელეფონზე 7 ივლისამდე არ დააყენებთ, ყველა საუდუმლო ფაილი წაიშლება. აპლიკაცია 2015 წელს შეიქმნა და იმ მომხმარებლებისთვისაა გამიზნული, ვისაც სურათების გაზიარებისთვის ცალკე სოციალური პლატფორმა სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფოტო ავტომატურად ერთ ფოლდერში ხვდება, აპლიკაცია მათ სკანირებას ახდენს, მოვლენების მიხედვით ალაგებს და მეგობრების სახეებს სცნობს, ამიტომ სურათების გაზიარება უფრო იოლია.


sazogadoeba.ge