ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით
- 2016-06-12 09:55:35
- 3950 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამბობენ, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. ისევე როგორც ჰოლივუდში, ასაკობრივ სხვაობას ქართველი ცნობილი ადამიანებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და აღსანიშნავია, რომ უმეტესობას სტაბილური და მყარი ოჯახი აქვს. თუმცა გამონაკლისებიც არის.
დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე თამარ ყუბანეიშვილი ქმარზე 20 წლით უმცროსია. თუმცა ამას მათი დაქორწინებისთვის ხელი არ შეუძლია. სანამ დაქორწინდებოდნენ სოზარ სუბარმა მისი ოჯახის წევრები მომავალ მეუღლეს გააცნო. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვთ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მის მეუღლეზე 15 წლით უფროსია. გიორგი მღებრიშვილმა და ნინო გედევანიშვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. ის მინისტრის მეგობრის, მეუღლის დეიდაშვილია. მაშინ მინისტრი ფოთში მუშაობდა, ამიტომ წყვილი ერთმანეთს მხოლოდ შაბათ-კვირას ხვდებოდა. დაოჯახება გაცნობიდან ორ თვეში გადაწყვიტეს. როგორც ნინო გედევანიშვილი აღნიშნავს, 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობა მათ თანაცხოვრებას ხელს არ უშლის, რადგან მინისტრი მზრუნველი, მხიარული და ყურადღებიანია.
ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას წყვილი პირველი იყო, რომელიც ასაკობრივმა სხვაობამ არ შეაშინა და იქორწინეს. მათ ერთმანეთი ნინი ქარსელაძის და "ქუჩის ბიჭების" სიმღერის ჩაწერაზე გაიცნეს. ქალების გულთამპყრობელის გული ხათუნა ჟორდანიამ მოიგო და ოთხი წლის შემდეგ იქორწინეს. ზურა ხათუნაზე რამდენიმე წლით პატარაა და მათ ქორწინებას დიდი ხმაური მოჰყვა. მათმა ოჯახმა წლებს გაუძლო, წყვილს 7 წლის ქალიშვილი ანასტასია ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვთ.
წაიკითხეთ სრულად