
კონკურს "Voice"-ის მონაწილე კონცერტის დასრულების შემდეგ მოკლეს (ვიდეო)
- 2016-06-12 11:26:25
- 2647 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმმი, რომელმაც 2014 წლის პოპულარულ პროექტ "Voice"-ში მესამე ადგილი დაიკავა, ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, ფანატიკოსმა თაყვანისმცემელმა მოკლა. ინცინდენტი საკონცერტო დარბაზ Plaza Live-ში მოხდა, სადაც კრისტინა ჯგუფ "Before You Exit"-თან ერთობლივი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა.
ავტოგრაფ-სესიის დროს მას მიუახლოვდა 2 პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი და მომღერალს რამდენჯერმე ესროლა. შემდეგ მან თავი მოიკლა. კრისტინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომღერალი 22 წლის იყო.
ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კონცერტზე დამსწრის მიერ, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე არის გადაღებული. პუბლიკასთან გამომშვიდობების შემდეგ კრისტინა გრიმმი კულისებში გავიდა ავტოგრაფების დასარიგებლად და სწორედ აქ ელოდებოდა მას მკვლელი.
newposts.ge