sos! ვეძებთ უცხოეთში მყოფი ავადმყოფი თანამემამულის ნათესავებს!!!

,,თაიმერს,, საბერძნეთში მცხოვრები ხათუნა ჯუშოშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა, ინფორმაცია გაგვევრცელებინა საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ათენის კლინიკა ,,ევანგელოზმოში,,, მეოთხე სართულზე 410 პალატაში წევს და რომელიც უცნობმა ადამიანებმა მძიმე მდგომარეობაში, ტვინში სისხლჩაქცევით გუშინ მიიყვანეს და მიატოვეს... ,,თაიმერის,, რესპოდენტის ცნობით, ავადმყოფი ქალბატონი სავარაუდოდ ქალაქ სენაკიდაანა და ის ციცო უგულავა (ან გუგულავა) გახლავთ…
როგორც ქალბატონმა ხათუნამ განგვიმარტა… ის თავადაც ამ საავადმყოფოში მუშაობს და ღამე მორიგეობს… ამიტომ ღამის საათებში უფრო დაზუსტებით გაგვაგებინებს ავადმყოფის მდგომარეობას…. მან ასევე გვთხოვა, რომ გაგვევრცელებინა მის მიერ მოწოდებული ფოტო, რომ ავადმყოფის ნათესავებს დროულად მიეღოთ ნფორმაცია…
გთხოვთ! მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა დროულად დადგინდეს ავადმყოფის ვინაობა და ოჯახის წევრებმაც დროზე შეიტყონ ავადმყოფი ქალბატონის მდგომარეობის შესახებ!






timer.ge