გიგი ადამაშვილი ნიკა გვარამიას საყვედურით მიმართავს!

"იქს ფაქტორის" მონაწილე გიგ ადამაშვილი, მის მენტორზე, ნიკა გვარამიაზე გაბრაზებულია. მიზეზი კი ნიკას მხრიდან უხეში შედარება გახდა. ამის შესახებ გიგიმ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


გიგი ადამაშვილი: "ნიკა გვარამიამ ორი სკამის კონკურსზეც მომცა შენიშვნა და მივიღე კიდეც. მისგან ბევრი დადებითი შეფასება და თბილი მოპყრობაც მახსოვს. საერთოდ, კრიტიკას ვიღებ, მაგრამ შეურაცხყოფას ვერასოდეს ვერავისგან მოვითმენ. ნიკა გვარამიამ მარტის კატას რომ შემადარა, ამით შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემზე გაცილებით უფროსი ადამიანია. მე კი ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, ამიტომ მისი მხრიდან არასწორი საქციელი იყო. ყველა მომღერალი თავის ჟანრში მღერის.. ნიკას შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ ჩემს სიმღერაში ერთი და იგივე მობეზრდა, ან შესრულება არ მოეწონა, მაგრამ მან შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ალბათ თავი ვერ გააკონტროლა. ყველას მოგვდის შეცდომა, თუმცა მისგან ასეთ მოპყრობას ვერ "გავატარებ"


mediamall.ge