საჩხერის ტყეში დაკარგული 7 წლის ბიჭი ძაღლმა გადაარჩინა

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთის ტყეში, გუშინ, 7 წლის ლუკა ომიაძე დაიკარგა. ბავშვი ტყეში ოჯახისგან მალულად წავიდა და მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შდეგად, დაკარგული ბავშვის მეზობლებმა დახმარება სამართალდმაცველებს სთხოვს და სამძებრო ღონისძიებებში, სამართალდამცველები, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საჩხერის გამგეობის წარმომადგენლები და მეზობლები იყვნენ ჩართული.

"უშედეგო ძებნას ემატებოდა ის, რომ სოფელში საღამოს მოვიდა ძლიერი წვიმა. მთელი ღამის ძებნამ შედეგი არ გამოიღო, ერთადერთ იმედად გვრჩებოდა ბავშვის მეგობარი პატარა ძაღლი სახელად ,,მურა", რომელიც ბავშვს თან ახლდა და არც ის ჩანდა. ამ დილით ყველანი სოფელში ვიყავით, როცა ერთ–ერთმა იქაურმა დაიძახა ლუკას ძაღლი გამოჩნდაო და მართლაც დავინახეთ ძაღლი ,,გახარებული" გამორბოდა, ვინაიდან გაიაზრა, რომ ლუკა საიმედო ხელს ეჭირა. ძაღლის გამოჩენას მოჰყვა კაცი, რომელსაც უვნებელი ბავშვი ხელში ჰყავდა და სახლისკენ მოჰყავდა. ყველანი, ვინც იქ ვიყავით ცრემლებს ვერ ვიკავებდით, საბედნიეროდ, ეს სიხარულის ცრემლები იყო.როგორც ბავშვმა მოყვა, ლუკას ტყეში ძალიან სციოდა და ეშინოდა, თუმცა ის ძაღლზე იყო ჩახუტებული და ის ათბობდა,"- წერს საჩხერის გამგებლის მოადგილე ელგიზ ქიმაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.


geotimes.ge