აი, რატომ უნდა დაფაროთ ნოუთბუქის კამერა!

ელექტრონული მოწყობილობები ყოველწლიურად სულ უფრო სრულყოფილი ხდება. მაგრამ პროგრესს უკანა მხარეც აქვს...ბოლო დროს დადის ხმები, რომ ბოროტმოქმედებს ცუდი საქმეებისთვის სხვისი ვებ-კამერების გამოყენება შეუძლიათ. ხაკერს შეუძლია გატეხოს შენი ნოუთბუქი, პლანშეტი, სმართფონი და გითვალთვალოს.


თვალთვალის შიშით, სულ უფრო მეტი ადამიანი ფარავს ვებ-კამერას. აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის თქმით, მას თავის ნოუთბუქზე გაუმჭვირვალე წებოვანა ქაღალდი აქვს დაკრული.


რუსეთის „კასპერსკის ლაბორატორიის“ გამოკვლევების თანახმად, გამოკითხულთა 52 %-ს თვალთვალის შიში აქვს, 26 %-ს ნოუთბუქებზე ვებ-კამერები დაწებებული აქვთ, ხოლო 5 %-ს ტელეფონის წინა კამერებიც კი დაფარული აქვთ!


ხშირად ბოროტმოქმედები მიღებულ ვიდეოებს შანტაჟისთვის გამოიყენებენ. (როგორც წესი პორნოს ყურებისას გადაღებული). ამიტომ ბევრმა კომპანიამ ვებ-კამერების დასაფარად სპეციალური დამცავი საშუალებები გამოუსვა. მაგრამ სამწუხაროდ, ხაკერებს ინფრომაციის მოპოვება მხოლოდ ვებ-კამერის საშუალებით არ შეუძლიათ...



mediamall.ge

მოამზადა ელენე გურიელმა