
საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ
- 2016-06-16 11:36:09
- 2910 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ომს საკუთარი კანონები აქვს. როდესაც წინა ხაზზე სიკვდილი და ნგრევაა, ზურგშიც მკაცრი კანონები მოქმედებს. საომარი მოქმედებების სიმწარე ფრონტზე მყოფ სამხედროებთან ერთად, ზურგში მყოფმა მშვიდობიანმა მოსახლეობამაც "იგემა". ამ შემთხვევაში, საუბარი არაა მტრის ჭურვებსა თუ ბომბებზე. გაცილებით უფრო მძიმეა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ხელისუფლება სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გადასახლებისა და მათი რეზერვაციაში მოქცევის გადაწყვეტილებას იღებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ბრძანებით ასი ათასობით ადამიანი აყარეს და ურალის ქედს იქით გადაასახლეს. მხოლოდ 1941 წლის გაზაფხულის მიწურულს, 2 კვირის განმავლობაში გადასახლება 10 ათას ესტონელს, 15,5 ათას ლატვიის მოქალაქესა და 29,8 ათას ლიტველს, ბელორუს, უკრაინელსა და მოლდოველს შეეხო. ნაცისტური გერმანიის ხელისუფლება გადასახლებაში პოლონელებს უშვებდა. ებრაელებს კი გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში უკრავდა თავს. საკუთარი წვლილი ხალხის მასიურ ინტერნირებაში (გადასახლებაში) აშშ-საც აქვს შეტანილი. წაიკითხეთ სრულად