ნინა სუბლატი მიმართვას ავრცელებს!
- 2016-06-16 19:39:11
- 1156 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"გოგოებო, განსაკუთრებით მრავალფეროვნების მოყვარულო გოგოებო! ბევრმა მკითხეთ თმის შესახებ, რანაირად ვიჭრი, ვიზრდი და ვიღებავ კვირაში 7 ჯერ. ხოდა ყველას ერთად გიპასუხებთ, რომ ადრე მართლა კვირაში 7 ჯერ ვაკეთებდი მაგ ყველაფერს ბუნებრივ თმაზე და ახლა აღმოჩენა გავაკეთე! პარიკების შოპი სადაც მიდიხართ, ირჩევთ სასურველ ვარცხნილობას და ფერს და იდებთ თავზე! თმა არის რა თქმა უნდა, ბუნებრივი და არავითარ შემთხვევაში სინთეტიკური! -ამიტომაც გამოიყურება ბუნებრივად! სტაფი არის უსაყვარლესი და დადებითზე დადებითი! რომ შეხვალთ გიღიმიან, გეხმარებიან შერჩევაში, მორგებაში, მოკლედ თავს/თმას გევლებიან, თორე დამიჯერეთ, მე ისეთი გართულება მაქვს ნეგატივ ხალხზე მეორედ ფეხს აღარ შევდგამდი; მოკლედ, მაგარი გოგოები არიან! ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ისეთი პარიკი, როგორიც იმ მომენტში არ აქვთ და დაგიმზადებენ სპეციალურად თქვენი თავისთვის. შეგიძლიათ პარიკის ყიდვაც და ქირაობაც. და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ვამბობ, იდეალური ფასები აქვთ! მოკლედ, თუ ყელში ამოგივიდათ თქვენი თავი, გინდათ რომ თმის ფერს მანიკურის ფერის სიხშირით იცვლიდეთ და სამწუხაროდ ეგ ამბავი ბუნებრივ თმაზე ვერ გამოდის, დაე ცოტა ხნით შეიცვალეთ იმიჯი და გაბედნიერდით ქალებო!" -წერს ნინა სოციალურ ქსელში.