კოკა-კოლაზე უარის თქმის შემდეგ, ქალმა 60 კილოგრამი დაიკლო
- 2016-06-17 08:06:55
- 2416 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
36 წლის კარლი სარლოვმა ცხრა თვის განმავლობაში 60 კილოგრამი დაიკლო, მას შემდეგ, რაც ორგანიზმში შაქრის შემცველობა შეამცირა.
როგორც სარლოვი აცხადებს, იგი თავდაპირველად 120 კილოგრამს იწონიდა და დღის განმავლობაში, ოთხ ლიტრ კოკა-კოლას სვამდა.
მას შემდეგ, რაც დღის რაციონიდან კოკა-კოლა ამოიღო და ორგანიზმში არსებულმა დიდი ოდენობით შაქარმა დაშლა დაიწყო, მან არსებული წონის განახევრება შეძლო.
2013 წლის იანვარში, ახალგაზრდა ქალმა შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, ჯანსაღ კვებაზე გადასულიყო. ჯანსაღ საკვებთან ერთად, ჯერ სეირნობა დაიწყო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, პირადი ტრენერი აიყვანა.
საბოლოო ჯამში, კარლი სარლოვმა ცხრა თვეში 60 კილოგრამის დაკლება მოახერხა.
info9.ge