
Facebook-ი სუიციდის აღსაკვეთად ახალ ფუნქციას ამატებს
- 2016-06-20 08:30:02
- 2990 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სოციალური ქსელი Facebook-ი, ახალ სერვისს ამზადებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთა პოსტებშიც თვითმკვლელობის ჩადენის სურვილი დაფიქსირდება. თუ მომხმარებელი ნახავს ნაწერს, რომელიც მისი აზრით სუიციდურ ხასიათს ატარებს, შეძლებს სპეციალურ სამსახურს შეატყობინოს. იმისათვის, რომ პოსტი მოვნიშნოთ, როგორც "საგანგაშო", უნდა ვისარგებლოთ პუბლიკაციის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული მენიუთი.
ამის შემდეგ, დახმარების სამსახურის თანამშრომლები შაბლონურ შეტყობინებებს შემოგთავაზებენ, იმ ადამიანთან კონტაქტის დასამყარებლად, რომელიც საგანგაშო ვითარებაში იმყოფება.
განაგრძეთ კითხვა