ყოველთვის აკოცეთ შვილს ძილის წინ... თუნდაც გაბრაზებული იყოთ
- 2016-06-20 21:23:42
- 1731 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გამაგიჟა, გამაცოფა, მდგომარეობიდან გამომიყვანა... ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ თქმული არ გაიგო, მაინც აურ-დაურია ყველაფერი, იყვირა, იწივლა, მიყარა, მოყარა, გაოფლიანდა, აუტყდა ხველა... და მაგრად ვეჩხუბე. აღარც მახსოვს, რა ვუთხარი, გამწარებული ვყვიროდი, ვუხსნიდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ თამაშს არავინ უშლის, უშლიან სიგიჟეს, წრეგადასულობას, გადარეულობას... თვალებში მიყურებდა... არა, უტიფრად არა, არც გაოცებული. უბრალოდ მიყურებდა. ეს უფრო მაგიჟებდა – თითქოს ამ მზერით მამხელდა: დედა, ნუ მიყვირი! ნუ მეჩხუბები! პატარა ვარ, არ მესმის ჯერ ყველაფერი. მე უბრალოდ შენი ყურადღება მაკლია, სულ შენთან მინდა ყოფნა. და როცა შენ არ მყავხარ გვერდით, როცა შენს საქმეებს უბრუნდები და ჩემთვის ვერ იცლი, მაშინ მეწყება ეს სიგიჟე და გადარეულობა... ეს თავისით ხდება, მე სულაც არ მინდა. რაღაც მეწყება შიგნიდან, რაღაც აუხსნელი და ამოუცნობი, და ვიწყებ აწეწვას, მიყრას, მოყრას, გაგიჟებას... პროტესტის ნიშნად? შენი ყურადღების მოპყრობის ნიშნად? არ ვიცი, ეგ უკვე დიდებმა უნდა იცოდეთ...
- დახარე თვალები! – ვუკივლე და ჩხუბი გავაგრძელე. დახარა... და უარეს ხასიათზე დავდექი, უარესად ვიგრძენი თავი დამნაშავედ, ურჩხულად, ცუდ დედად... წაიკითხეთ სრულად