29 წლის ეკატერინე გამრეკელს დახმარება სჭირდება
- 2016-06-21 18:52:15
- 2385 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
29 წლის ეკატერინე გამრეკელს დახმარება სჭირდება. 22 წლის ასაკში მას ურთულესი დაავადება ე.წ გაფანტული სკლეროზი დაუდგინეს, რასაც თან ერთვის სქოლიოზი. 3 წლის წინ მას ეტლის გამოყენება დასჭირდა. აღენიშნება თავისა და ხელების ტრემორი (უნებლიე კანკალი) და ქვემო კიდურების პარაპლეგია (ქვემო კიდურების ფუნქციის დაშლა).
როგორც ეკატერინემ "ვინიუსს" განუცხადა, არის ექიმი, რომელიც ფუტკრის შხამით ამ დაავადებას მკურნალობს. მკურნალობისთვის წელიწადში 7000 ლარია საჭირო. ოჯახს მკურნალობის საშუალება არ აქვს.
ერთწლიანი თერაპიაც კი მის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. შესაძლებელია საერთოდ დაამარცხოს ეს დაავადება და შეძლოს სიარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ექიმმა აღნიშნა ეს დაავადება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას და დაზიანებული სისტემის მოშლას. მაგ: თუ პაციენტს დაემართა მხედველობის გაორება, ის ვერ აღდგება თუ არ ჩაუტარდა დროული მკურნალობა.
ეკატერინე გამრეკელს ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, დაავადება დაიწყებს პროგრესირებას და უახლოეს მომავალში მას ემუქრება სრული ტეტრაპლეგია (ოთხი კიდურის დამბლა), ამასთან ერთად განვითარდება სპასტიკა (დაჭიმულობა), ანუ ის იქნება ერთ პოზაში გაშეშებული. საბოლოოდ შეიძლება ეკატერინემ დაკარგოს მეტყველების უნარი და, შესაბამისად, თავისი სურვილისა და ემოციების გამოხატვის უნარს დაკარგავს.
დროული მკურნალობით დაავადების პროგრესირება შეფერხდება, ამისთვის მას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.
დახმარების მსურველებისთვის გახსნილია ანგარიში ნომერი
მიმღები ბანკი: ლიბერთი ბანკი
მიმღების დასახელება: ეკატერინე გამრეკელი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE67LB0711108547306940
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია