უმძიმესი კადრები მაგდა პაპიძის პროცესიდან - სასამართლოში მამა-შვილ ქაფიაშვილების ცხედრების ფოტოები აჩვენეს (+18)
- 2016-06-21 19:46:30
- 2952 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარდაცვლილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ექსპერტიზის ჩატარების ამსახველი ფოტოების დათვალიერებისას ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. ბრალდებულმა თავად ითხოვა, რომ არ დასწრებოდა აღნიშნული ფოტომასალის გამოკვლევას, რადგან შეუძლოდ იყო. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე მისვლისას მოკლულ ომარ ქაფიაშვილს ზედაპირულადაც აღენიშნებოდა თავის არეში დაზიანებები. როგორც გამომძიებელი განმარტავს, ქაფიაშვილს თავის ქალის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, გამომძიებლის ინფორმაციით, მას მხოლოდ ნაჭდევები აღენიშნებოდა, სხვა სახის დაზიანებები კი ზედაპირულად არ შეინიშნებოდა. მასალის გამოყენების პირობები