ტიბეტური ჰოროსკოპი: გაიგე შენი ბედი 97 %-ის სიზუსტით

კაშკაშა ჰაეროვანი გველი

დაბადების წლები: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000

ამ წლებში დაბადებული ადამიანები ძალიან წინააღმდეგობრივები არიან. ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ კეთილი ფერიიდან ბოროტ მონსტრად გადაიქცნენ. ამ ნიშნის ადამიანები ძალიან მგრძნობიარე და ინფანტილურები არიან, გახსნილი და კომუნიკაბელურები. უყვართ მხიარულება და უდარდელი ცხოვრება.

ვისთან იმეგობრონ: შავ კამეჩთან

ვის მოერიდონ: ცეცხლთა მცველს

იღბლიანი რიცხვები - 3, 15, 27

გაფურჩქვნის დრო - თებერვალი



კობრა

დაბადების წლები: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოდიან ნამდვილი ორატორები, ფილოსოფოსები და პედაგოგები. ისინი მზრუნველი და ცოტათი მფლანგველები არიან, ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ გარშემომყოფებს, ამიტომ ხანდახან ავიწყდებათ საკუთარი თავი.

ვისთან იმეგობრონ: ცხელ მზესთან

ვის მოერიდონ: კაშკაშა ჰაეროვან გველს

იღბლიანი რიცხვები
- 1, 13, 25

გაფურჩქვნის დრო - ივნისი



ცეცხლთა მცველი

დაბადების წლები: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002

ცეცხლთა მცველი - ოჯახური კერის მცველია, რომელსაც მოაქვს სინათლე და სიხარული. ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათ თბილად ხვდებიან მეგობრების წრეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მარტოსულები არიან. ამ ტიპის ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერი და პატიოსნები არიან.

ვისთან იმეგობრონ: ბერმონაზონთან

ვის მოერიდონ: კაშკაშა ჰაეროვან გველს

იღბლიანი რიცხვები - 4, 16, 28 გაფურჩქვნის დრო - იანვარი



სუფთა წყლის წყარო

დაბადების წლები: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003

სუფთა წყლის წყარო - გულუხვობის, სიკეთისა და პოზიტიური ენერგიის შადრევანია. მათთვის უცხოა სისასტიკე, უსამართლობა და მერკანტილობა. ისინი ატარებენ სასიკეთო ამბებსა და დადებით ემოციებს, აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს.

ვისთან იმეგობრონ: ნეფრიტის სვეტთან

ვის მოერიდონ: ტყავის სამაჯურს

იღბლიანი რიცხვები - 5, 17, 29

გაფურჩქვნის დრო - მაისი


წაიკითხეთ  სრულად