ე.წ კანონიერი ქურდი "დათო სვანი" აცხადებს რომ მხატვარია

საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას 50 ათასი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიან - ჩაჩიბაიას 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დავით გერლიანმა სასამართლოზე განცხადება გააკეთა, მისი თქმით ის უდანაშაულოა და პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. როგორც გერლიანმა განაცხადა ოდესის მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბოტაჟის მოწყობას უპირებენ და არჩევნებამდე, საქართველოში 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანების გამოგზავნას იმავე მეთოდით აპირებენ, როგორც ის გამოუშვეს. როგორც გერლიანმა აღნიშნა, ის უკრაინიდან პროცედურების დარღვევით გამოაძევეს.

"როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში.“ - განაცხადა დავით გერლიანმა.

ე.წ. კანონიერ ქურდობაში ბრალდებულის განმარტებით, ის უკრაინის მოქალაქეა და მისთვის გაუგებარია , რატო გამოაგზავნეს საკუთარი ქვეყნიდან. გერლიანის თქმით ის თავისუფალი მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად.


newposts.ge