აი რა მოხდება თუკი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა!
- 2016-06-25 20:56:32
- 2363 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თუ დღეს ბრიტანელი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას, ეროვნული ვალუტა, ფუნტი, დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდება. პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი კი დიდი ალბათობით, მეორე დღესვე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ვალუტა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში გაუფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკაში ქაოსია მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს ბიზნესის წარმოებაზე და მოქალაქეების მხრიდან, დანახარჯების შემცირებაზე. შედეგად, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება მხოლოდ 1%, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ დრომდე იყო ნავარაუდევი. წაიკითხეთ სრულად