ნახეთ რას ამბობს ფსიქიატრი მაგდა პაპიძის ჯანმრთელობაზე

მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე დღეს ფსიქიატრი დაიკითხა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან შევარდნაძის განცხადებით, საუბრისას პაპიძე იშველიებს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს გადმოსცეს სათქმელი მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს. ფსიქიატრის დასკვნით, მაგდა პაპიძეს ასევე ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.
ფსიქიატრმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი დიაგნოზი არ არ არის კავშირში პირის შეურაცხადობასთან.
"ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს მაგდა პაპიძე არ იყო შეურაცხადი, მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და შეეძლო გაეანალიზებინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი შედეგები. მაგდა პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვაში", - განაცხადა ქეთევან შევარდნაძემ.


droni.ge