"ძალიან მინდა, რომ სამსახურიდან მოგხსნა, ყველა პროექტიდან"

„იქს ფაქტორის“ ნახევარფინალური შოუ ბევრისთვის, ალბათ მოულოდნელად დასრულდა, ბევრს კი, მოლოდინი გაუმართლდა. სამწუხაროდ, პროექტის ფინალურ ეტაპს დათუნა ლაზარიშვილის გარეშე ვიხილავთ.

რატომ მიიღო გიორგი გაბუნიამ ეს გადაწვეტილება და რატომ დატოვა პროექტში მისი კონკურსანტის პირდაპირი კონკურენტები Dream Girls-ის სახით? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ლაივის“ დასრულების შემდეგ OK!-მ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, მაგრამ ნიკა გვარამიამ ამის საშუალება არ მოგვცა და გიორგისთან ირონიული კამათი გამართა:

- (ნიკა): ამას რას ეკითხებით, აზრზე არ არის არაფრის, სისულელეებს ბოდავს მთელი პროექტის მანძილზე, ან ჟიურიში რა უნდა, საერთოდ ვისთან არის?
- (გიორგი): მერე ხომ დირექტორი ხარ, მაშინ საერთოდ ნუ დამსვამდი ჟიურიში ან მოგეხსენი? "დაჟე" შუა პროექტიდან შეგეძლო ჩემი მოხსნა. რატომ არ მომხსენი?
- (ნიკა): ძალიან მინდა, რომ სამსახურიდან მოგხსნა, ყველა პროექტიდან.
- (გიორგი): მაგრამ ვერ მიბედავ. - უპასუხა გიორგიმ.

ნიკამ ინტერვიუს გაგრძელების საშუალება მოგვცა და გიორგისთან კამათი დაასრულა, რა დროსაც, გიორგიმ OK! ჟურნალისტებთან სიტუაციის განმუხტვა სცადა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა:

- აი, ხომ ხედავთ, ჩემი სამსახურიდან გაშვებაც კი უნდა ნიკას, მაგრამ ვერ მიბედავს. თუ რატომ, ეს უკვე მას ჰკითხეთ.

რაც შეეხება ცირას, ჩვენ, მენტორები ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენმა კონკურსანტებმა გაიმარჯვონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მარტივი ფონი უნდა შევუქმნათ და ძლიერი კონკურსანტები ჩამოვაშოროთ. „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული უნდა იყოს ღირსეული და არ უნდა გაჩნდეს კითხვა - იმსახურებდა თუ არა ის გამარჯვებას? თუ ცირას სურს გამარჯვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ყველა კონკურსანტი უნდა დაამარცხოს, მათ შორის, Dream Girls-იც. დიახ, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი კონკურენტები და ის უნდა აღმოჩნდეს მათზე ძლიერი. დათუნა ლაზარიშვილი უკვე ზედიზედ მესამედ იყო აუტსაიდერი და არ ვთვლი, რომ ფინალში მაყურებლის მხარდაჭერას დაიმსახურებდა, შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ის ფინალისთვის სუსტი იქნებოდა.


okmagazine.ge