100 წლის შემდეგ... ასე იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს

"სამსუნგის" კუთვნილმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანია "Smart Things"-მა, მეცნიერებსა და ფუტუროლოგებს კვლევა ჩაატარებინა, თემაზე: როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს.

Smart Things Future Living Report-ის ანგარიშის თანახმად, ას წელიწადში ადამიანები წარმოუდგენლად მაღალ ცათაბრჯენებში, უზარმაზარ წყალქვეშა ქალაქებსა და მიწის ქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე იცხოვრებენ.

ჩვენი შთამომავლები გადაადგილებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ე.წ. დრონები ისეთივე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება იქნება, როგორც დღეს ველოსიპედია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასი წლის შემდეგ 3D პრინტერებით დაიბეჭდება არამხოლოდ ავეჯი, არამედ შენობები და საკვები პროდუქტებიც კი. რაც შეეხება კომუნიკაციას ადამიანებს შორის, შეხვედრები და თათბირები სამსახურში ჰოლოგრამების საშუალებით გაიმართება.  წაიკითხეთ ს რულად  და  იხილეთ  ფოტოსურათები