ქმარმა, ვალის გასაქვითად, "ბარიგას" 3 თვით მიმაქირავა

ძალზე ლამაზი ვიყავი და მშობლები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ - სულელს არ გადაეყარო, ვიდრე ნაბიჯს გადადგამ, კარგად დაფიქრდიო, მაგრამ ჯაბა ისე შემიყვარდა, რომ დაფიქრების კი არა, აზროვნების უნარიც დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი - ნარკომანი იყო, მაინც გავრისკე და გავიპარეთ. მოკლედ, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი 23 წლის იყო.

დედაჩემმა ლამის თავი მოიკლა, მაგრამ რაღას უშველიდა? თავიდან, თითქოს ცდილობდა, განკურნებულიყო, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია...

როდესაც ცოლად გავყევი, პოლიციაში მუშაობდა. შემდეგ, იქიდან დაითხოვეს და უმუშევარი დარჩა. თავის შენახვა გვიჭირდა. ბავშვს არ ვაჩენდი, რადგან მეშინოდა, მახინჯი არ დაბადებულიყო. ფული რომ აღარ ჰქონდა, ხასიათი გაუფუჭდა და სულ ვჩხუბობდით. ეჭვიანობდა, რადგან თვეობით არ გვქონდა ფიზიკური ურთიერთობა და მეუბნებოდა: ასეთ ლამაზ ქალს ვინ გაგაჩერებს, სამსახურში რომ დადიხარ, იქ საყვარელი გეყოლება და თუ გინდა, რომ გაპატიო, ფული გამოართვი, ვალები მაქვს და "ბარიგა" წამალს აღარ მაძლევსო... მევალე ისე აწუხებდა, რომ უკვე იმალებოდა, მოსაკლავადაც დასდევდნენ.   წაიკითხეთ  სრულად