აი რას წერს დათო ფორჩხიძე ნინა სუბლატზე!
- 2016-06-29 19:01:29
- 1585 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დათო ფორჩხიძის კომენტარი „პრაიმტაიმთან“ ნახევარფინალის შემდეგ.
– დათო, შენი გოგონები პირველად იდგნენ აუტსაიდერებში…
– ამან გადამარჩინა. მენტორებმაც.
– ჰო, ძლიერი კონკურენტის მოშორების შანსი არ გამოიყენეს…
– არა, ამას ვინ გააკეთებდა. ჯერ ერთი უაზრობა იქნებოდა და მეორეც – უმადურობა ამ გოგოების მიმართ. აქ ჩვენ პირველ რიგში კონკურსანტებს ვაფასებთ. მეტი რა უნდა ექნათ ამ გოგოებს, სასაწაული ჩაიდინეს, ჯგუფად შედგნენ და ასეთი ნომრები შემოგვთავაზეს, არაადამიანური შრომა გასწიეს. ნინა სუბლატი ჩემზე გაცილებით ღირსეული ადამიანია, ის მე დავტოვე კონკურსანტის გარეშე ფინალზე და სამაგიერო არ გადამიხადა. მადლობას ვუხდი და დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ეს უკვე დიდი არტისტის საქციელია, რაც მის იმიჯზე კარგად იმოქმედებს. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, ყოფილ გოგოებს არ გაწირავდა. მეტსაც გეტყვით, ნიკა გვარამიას რომ ჰქონოდა ბოლო ხმა, ისიც გადაიყვანდა გოგონებს ფინალში, ამაში დარწმუნებული ვარ. დამიფასდა ის რომ ამ შოუსთვის ბევრი რამ გავაკეთე.
ნინო მჭედლიშვილი
primetimenews.ge