როგორ იზრდება თმა: მარტივი პასუხი რთულ შეკითხვაზე
- 2016-06-29 21:33:30
- 5070 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ თმის ზრდა ჩვეულებრივ აუცილებელი პროცესია. ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევები და მნიშვნელოვანი აღმოჩენები მასთან დაკავშირებით.
როგორ იზრდება ადამიანის თმები სამედიცინო თვალსაზრისით
სხეულზე თმა ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია. როგორც ცნობილია, ცხოველთა სამყაროში თმის საფარი ასრულებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - დამცავ ფუნქციას, სწორედ ამიტომ მათი სხეული პრაქტიკულად მთლიანად თმით არის დაფარული, ადამიანის თმისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კანის გარკვეულ ტერიტორიაზე იზრდება. გარდა ამისა, თმის არსებობა იღლიაში - ეს არის ის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ. ზოგჯერ თქვენ შეიძლება მოისმინოთ მცდარი აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის თმა - ეს არის მკვდარი სუბსტანცია. დიახ, ჩვენ ნამდვილად არ ვგრძნობთ ტკივილს, როდესაც თმა გვცვივა და არც რაიმე მანიპულაცია არ გვიქმნის დისკომფორტს. მაგრამ თითოეული თმა არის ცოცხალი უჯრედი, რომელიც მრავლდება.
როგორ იზრდება თმა: თმის ანატომია
ადამიანის თმის ანატომია ძირითადად იყოფა ორ მნიშვნელოვან ნაწილად: ღერი და ფესვი. ღერი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც მებარეობს კანის ზედაპირზე და შედგება:
ტვინოვანი ნივთიერება
ქერქოვანი ნივთიერება
კულიკუტი
ფესვი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული.
როგორ იზრდება თმა: თმის ფიზიოლოგია
თმის ზრდა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით - ეს არის მნიშვლენოვანი საკითხი, რომელსაც პასუხი არ გააჩნია. სპეციალისტებს არ შეუძლიათ, განკურნონ ნებისმიერი ტრიქოლოგიური პათოლოგია. მისი განვითარებისთვის თმის ფოლეკული გადის რამდენიმე ფაზას:
კატაგენის ფაზა - გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაახლოებით 3-4 კვირა. მას ახასიათებს თმის დვრილის ატროფია, რის შედეგადაც თმის ფოლიკულის უჯრედები კარგავენ საკვებს.
ტელოგენის ფაზა - ხდება დარჩენილი თმის ცვენა და იწყება ახალი თმის ზრდა. ამ დროს თმის ფოლეკულებში უჯრედების განახლება შეწყვეტილია. ტელოგენის ფაზა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ( დაახლოებით 3 თვე).
ანაგენის ფაზა - ეს არის თმის ზრდის პერიოდი, რომელიც გრძელდება საშუალოდ 3-6 წლის განმავლობაში.
ასე, რომ პასუხი კითხვაზე თუ ‘’როგორ იზრდება თმა’’ დამოკიდებულია ანატომიურ თავისებურებებსა და ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებაზე.
oxford-med.ge