ლუკა ჩხარტიშვილის დედა ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს

ორი დღის წინ, პროექტ „ცეკვევენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემას სკანდალური სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ შემოსული თანხა ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული იმ ბავშვის ანგარიშზე, (საუბარია მიხეილ სხვიტარიძეზე, რომლის გამოც ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა) ვისთვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. აღნიშნულში ტელეწამყვანი საღამოს ორგანიზატორებს ადანაშაულებდა.

ერთ-ერთი საქველმოქმედო საღამო ბათუმელ, ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლადაც ჩატარდა, რომელშიც ბონდარენკოც მონაწილეობდა.
ნანუკა ჟორჟოლიანს სწორედ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილით მიმართავს.

“ქ–ნო ნანუკა, მე, თქვენ რომ დახმარება აღუთქვით, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, იმ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ვარ! რამდენჯერ მოგმართეთ, გთხოვეთ, იქნებ თქვენს გადაცემაში გამონახოთ დრო და ჩემი ურთულესი დაავადებების მქონე შვილს დაეხმაროთ–თქო. ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ისე გავიდა თვეები, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ. რაღაცეებს მპირდებოდით, მაგრამ თქვენი დაპირება დაპირებად დარჩა!

დღეს, თქვენ ამბობთ სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვის ჩამოიყვანესო? მე გიპასუხებთ: სწორედ ამ გოგოებს, ნათიას და ელენეს დაებადათ იდეა სტანისლავი საქართველოში ჩამოსულიყო ჯერ მიხოს დასახმარებლად და შემდეგ ამას უკვე ბევრი საქველმოქმედო საქმე მოყვა. ეს ის სტანისლავ ბონდარენკოა, რომელიც სამ არაჩვეულებრივ გოგოსთან ერთად ბათუმში დათო ოქიტაშვილის დახმარებით და ბათუმის „ქალთა კლუბის“ ინიციატივით, ჩემი შვილისთვის ორგანიზებულ საღამოზე ჩამოვიდა და არც ერთი თეთრი, მათ შორის გზის და ჩამოსვლის ელემენტარული ხარჯერბიც კი არ გადაგვიხდია ჩვენ მათთვის.

იქნებ მანამ, სანამ ამ სასტუსს დაწერდით, კარგად გაგერკვიათ ორგანიზატორებთან და მიხო სხვიტარიძის ოჯახთან, რატომ ყოვნდებოდა თანხის ჩარიცხვა, რამე საერთო შეთანხმება ხომ არ ჰქონიათ მათ ერთმანეთთან და მერე გამოგეტანათ ხმამაღალ სტატუსად თქვენთვის ვითომ მტკივნეული თემა! ახლა ისეთ სტატუსს აქვეყნებთ ისევ, თითქოს თქვენი დამსახურებაა და თქვენ უნდა გიმადლოდეთ ვინმე, მიხოს ოჯახს თანხა თუ ჩაურიცხეს. ამას, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სხვა თუ არაფერი პოპულისტობა ქვია!

და კიდევ, ამ პასუხს ის მადლიერი დედა გწერთ, რომელიც ამჯერად თქვენგან დარჩა მოტყუებული!- წერს ლუკა ჩხარტიშვილის დედა.


primetimenews.ge