აი რა ჩვენება მისცა ვანო მერაბიშვილმა გამოძიებას!
- 2016-07-01 18:02:37
- 1022 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს
2013 წლის დეკემბერში საკნიდან ყოფილი პრემიერის შესაძლო გაყვანაზე გამოძიება თითქმის მესამე წლისთავზე დაიწყო - ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია გამომძიებლებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა. როგორც ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ოთარ კახიძე აღნიშნავს, დაკითხვა ოთხი საათი გაგრძელდა.
ოთარ კახიძე: ”სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებას არასამართლებრივი მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ვანო მერაბიშვილს პატიმრობაში ამყოფებდა. სწორედ ეს უსვამს ხაზს მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივაციას. ახლა ხელისუფლებას სურს, ფორმალური გამოძიებით თავი იმართლოს. დაკითხვაზე პროკურატურამ მოიტანა წინასწარ გამზადებული კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა ასეთი გახლდათ: იცით თუ არა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დამონტაჟებული ვიდეოკამერები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახავენ ჩანაწერს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას წინასწარ აქვს გამზადებული ვერსია, თითქოს ჩანაწერი მხოლოდ 24 საათი ინახება. ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინც ჩახედულია, კარგად იცის, რომ ჩანაწერები არქივში ერთი თვის განმავლობაში ინახება. ასე რომ, გამოძიებამ უკვე ამხილა საკუთარი თავი და გამოძიებით სიმართლის დადგენაზე საუბარიც ფარსია. არადა, ხელისუფლებას მართებს არა მხოლოდ საქმის გამოძიება, არამედ კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პირველ რიგში კი, ფარცხალაძისა და დარბაისელის, ასევე ღარიბაშვილისა და სუბარის - ისინი გამოძიების წარმოებას ხელს უშლიდნენ. დაკითხვისას ვანო მერაბიშვილმა დეტალურად აღწერა, ვინ გაიყვანა ციხიდან, რა მანქანით მიიყვანეს პროკურატურამდე და ა.შ.” წაიკითხეთ სრულად