"ფრთხილად იყავით იპოდრომზე და მსგავს ადგილებში"

ფრთხილად იყავით იპოდრომზე და მსგავს ადგილებში. შხამიანი მწერები, ტკიპები და უბედურებები იკბინებიან. არის ბორილიოზით დაავადების შანსი, გადასხმების და 3-6 კვირიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერსპექტივით - ჩემსავით...
თუ რამე მსგავსი დაგემართებათ (ნაკბენის დასიება, ქავილი, სიმხურვალე) მიდით ანალიზზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (ასათიანის 9). უფასოა აქ ანალიზი და პასუხი მეორე დღესვე, განსხვავებით ერთი cool კლინიკისგან, სადაც თანხას გათხლეშინებენ და პასუხს 1 კვირაში გეუბნებიან.
გადამდები არ არის, ანუ საშიში არ ვარ (მაგ მხრივ))))
ჰო კიდევ, გაზრდილია შემთხვევების რიცხვიო, ყველგან სადაც მივედი ამას მეუბნებიან და ვინმემ ხალხს სიფრთხილისკენ რომ მოუწოდოს არა?! უამრავი ადამიანი, მით უფრო ბავშვი დადის ყოველდღე იპოდრომზე


mediamall.ge